ჩემპიონთა ლიგაზე თავის მეტოქეს ელის ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელიც ტურნირში II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება.
კენჭისყრის დაწყებამდე სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ესენია: აპოელ-ი (კვიპროსი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "პარტიზანი" (სერბეთი)", "ზალცბურგი" (ავსტრია) და "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი").
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, მატჩები კი 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება.
* * *
15:00 საათზე ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დაიწყება, სადაც "ტორპედოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "მაკაბი" (ისრაელი), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "შირაქი" (სომხეთი) და "დაჩია" (მოლდოვა).
საჩხერის "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ლეხი" (პოლონეთი), "ქაირათი" (ყაზახეთი), "ალტახი" (ავსტრია), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ზირა" (აზერბაიჯანი).
ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები არიან: "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "ბოტევი" (ბულგარეთი), "იაგელონია" (პოლონეთი) და "სლოვანი" (სლოვაკეთი).
ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.
ჩიხურა-ზირა
ბათუმი-ბოტევი
მე ამ მეტოქეებს ვისურვებდი
samtredia ligaze kaxu.
ესენი სამტრედიას კი არა საქართველოს პრო-1-ის ნაკრებს მოუგებენ.
აბა ცეცაძე, შენ იცი. ისე ითამაშე ვითომ ჩვეულებრივი ქართული გუნდია ))). შეგახსენებთ დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა შარშან და აზერებს ბაქოში თამაში გაუხსნა.
გეთანხმები, რეალობაა დღეს საქართველოში ერთადერთი გუნდი გამართული და მოწესრიგებული დინამოა, დანარჩენი თითქმის სამოყვარულო დონეა. საშუალოზე დაბალ ევროპულ გუნდებთან უშანსოდ ვართ, ფაქტია