გრიგოლ დოლიძე: "დინამომ" 6 ქულით გაგვასწრო, მაგრამ არა უშავს, წინ კიდევ ორი წრეა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ეროვნული ლიგის ლიდერის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

- დინამო(თბ)-ტორპედო 2:1 - ეს გოლი სახსოვრად... [VIDEO]

მაგრამ ქუთაისელთა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, თბილისურ "კლასიკოში" პირველი გოლის ავტორი გრიგოლ დოლიძე დარწმუნებულია, რომ "დინამოსთან" 6-ქულიანი ჩამორჩენის შემცირება რეალურია...

"რა თქმა უნდა, უშუალო კონკურენტთან წაგება არასასიამოვნო იყო. ძნელია შედეგის ლოგიკურობაზე მსჯელობა... მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, მაგრამ თბილისელებმა გამოიყენეს ეს მომენტები, ჩვენ კი - ვერა. განსაკუთრებით დასანანი მეორე გოლი აღმოჩნდა...

ახლა "დინამომ" 6 ქულით გაგვასწრო, მაგრამ არა უშავს,
წინ კიდევ 2 წრე, ანუ 18 მატჩია.

ჯერ ერთი, ჩვენ ერთმანეთს კიდევ ორჯერ უნდა შევხვდეთ და, რაც მთავარია, დარჩენილ ტურებში 6-ქულიანი ჩამორჩენის შემცირება რეალური მგონია", - ამბობს გრიგოლ დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Guaduas აზრი ??? გადაეყრებით ისევ აზერებს და 5-1 თი.
დათო ...
25 ივნისი 2017 18:26
0
ჯერ ყარაბაღზე იფიქრეთ თორემ გაბალასთან წაგებული 5-1 მონაგონი იქნება ...
დინამო
25 ივნისი 2017 18:23
0
Levani

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს,მოგწონთ ეს თუ არა, ფაქტი ის იქნება რომ ამ წელსაც სამტრედია გახდება ჩემპიონი და თანაც სრულიად დამსახურებულად. ამის ყველა წინაპირობა არსებობს,თუნდაც ახალი მოთამაშეები არ დაიმატოს,აი მეორე ადგილისათვის კი მართლაც დიდი ბრძოლა იქნება ტორპედოსა და დინამოს შორის.
Guadua
25 ივნისი 2017 18:01
0
გრიგოლ რატომ არ ამბობ რომ ჩაჩავა თვალით გუნდს არ უნახავს.
პატრიოტი
24 ივნისი 2017 12:41
0
მეტი სისწრაფე და თავდამსხმელი და ეს ცოტაა ჩემო კეთილო? ეს პრობლემა ხომ უკვე გადაულახავ ბარიერად იქცა ქართული ფეხბურთისთვის? ბედნიერი კაცი ხარ, რომ ისევ შეგრჩა ოპტიმიზმი. ისე დინამო ახლა მორიგ გაახალგაზრდავებას ააგორებს და 13 წლის ბავშვებით დააკომპლექტებს ფიფია გუნდს და 6 ქულიანი ჩამორჩენა შეიძლება აღმოიფხვრას, ნეტა რა ფასი აქვს ამ გაწყალებულ ჩემპიონობას და თუ ვინ გახდება ჩემპიონი
Levani
24 ივნისი 2017 10:39
0
მეტი სისწრაფე, მეტი ფიზმომზადება, ერთი კარგი ფორვარდი და ყველაფერი კარგად იქნება
12
23 ივნისი 2017 17:20
0

სიახლეები პოპულარული