"მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მარცვალაძე ევროპალიგაზე დაგვეხმარება. მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე შევთანხმდით. ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია და მერე, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივოთ", - ამბობს მახარაძე.
თუმცა 32 წლის თავდამსხმელი პირველ შეხვედრას გამოტოვებს:
"სეზონის დასრულების შემდეგ ოთარი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და რადგან კონდიციების გაუმჯობესება ესაჭიროება, "იაგელონიასთან" პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება, მეორე მატჩისთვის კი მზად იქნება".
მარცვალაძე 16 წლის იყო, თბილისის "დინამოს" აკადემიიდან თელ-ავივის "ჰაპოელის"
2010 წელს, 21 გოლით, რუსეთის პირველი დივიზიონის ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრებში 2006-15 წლებში იწვევდნენ. "ჯვაროსნების" ფორმით ჩატარებულ 22 შეხვედრაში მარცვალაძემ 2 გოლი გაიტანა.
...27 ივნისს ბათუმის "დინამო" ქუთაისში ჩავიდა, სადაც "ტორპედოს" საღორიას ბაზაზე ივარჯიშა, დღეს კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "იაგელონიასთან" მატჩისწინა გენერალურ რეპეტიციას გაივლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"