სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამო" ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ავსტრიულ "ალტახთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდში გიორგი ივანიშვილის დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის "დინამო" კლუბისგან მალულად ცდილობდა ფეხბურთელის გადაბირებას.

"ივანიშვილი გუნდში დაბრუნდება. მას ისე ელაპარაკებოდა თბილისის "დინამო", ამის შესახებ "ჩიხურას" ხელმძღვანელებმა არაფერი იცოდნენ.

ცუდია, რომ ევროტურნირებამდე გუნდები ფეხბურთელებთან "დაძვრებიან". საფეხბურთო ქვეყნად ასე ვერ ჩამოვყალიბდებით. როგორც წესია, ჩვენ კლუბებს უნდა ვესაუბროთ და არა მხოლოდ ფეხბურთელებს.

გიორგი შვეიცარიაში გაიზარდა და მესმის, რომ მისთვის საჩხერეში ცხოვრება რთულია, მაგრამ ფეხბურთელის ყოფა გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც ნიშნავს. მართალია,
ახლა მისი ფიზიკური კონდიცია დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ ვეცდებით, "ალტახთან" საპასუხო შეხვედრისთვის მოვამზადოთ".

- სოსო ფრუიძე: ჩვენი კოზირი იქნება სისწრაფე
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ფრუიძეს სახელი აქვს სოსო და ის სათაურშია, ივანიშვილის სახელი (გიორგი),რატომ ვერ ჩაჯდა იმავე სათაურში? ინტრიგა,ყველგან და ყველაფერში!
"ობიექტური შემფასებელი"
29 ივნისი 2017 11:53
0
ხოხ კიღამ მესი არ დაკარგეთ ....:-)
დათო
29 ივნისი 2017 10:36
0

სიახლეები პოპულარული