კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კახა კაჭარავას გუნდი კურორტ მორავსკე ტოპლიცეში დაბანაკდება, შეკრებაზე კი სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
4 ივლისს "დინამო" სერბულ "ჩუკარიჩკის" დაუპირისპირდება, 8 ივლისს - ხორვატიულ "რუდეშს", ხოლო 12-ში უკრაინულ "ზორიას" გაეჯიბრება.
თბილისის "დინამო" მიმდინარე ეროვნულ ლიგას ორი წრის შემდეგ 43 ქულით ლიდერობს. პაუზის შემდეგ კაჭარავას გუნდი ჩემპიონატს 21 ივლისს, ფოთის "კოლხეთთან" საშინაო მატჩით დაუბრუნდება.