თბილისის "დინამო": კოვტალიუკი, ქოჩლაძე და შულაია დაკვირკვების ქვეშ...

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მორავსკე ტოპლიცეში (სლოვენია) გაემგზავრა, სადაც 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით შეკრებას გაივლის და ეროვნული ლიგის მესამე წრისთვის მოემზადება. გარდა ჩვეულებრივი სავარჯიშო პროცესისა, კახა კაჭარავას გუნდი სამ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს - 4 ივლისს სერბულ "ჩუკარიჩკის" დაუპირისპირდება, 8-ში - ხორვატულ "რუდეს, ხოლო შეკრების ბოლოსწინა დღეს უკრაინულ "ზორიასთან ისპარინგებს.

ვიცით, რომ "დინამოში" საკადრო სიახლეებიცაა. მოკლედ, საჭიროდ ჩავთვალეთ, სიახლეებზე კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე შეგვეწუხებინა:

"გუნდთან ერთად სლოვენიურ შეკრებაზე იქნებიან აკაკი შულაია და ლაშა ქოჩლაძე. შეკრების მსვლელობისას უნდა შემოგვიერთდეს "კოლხეთის"
ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი. ამ სამ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ უშუალოდ შეკრების მიმდინარეობის გათვალისწინებით.

მოგეხსენებათ, საქართველო 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ამიტომაც ვერ წავიყვანეთ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ნაკრების წევრები არიან...

შეკრებაზე ვერ წავლენ გიორგი ზარია და ოთარ კიტეიშვილიც, რომლებიც ტრავმირებულები არიან. კიტეიშვილს ოპერაცია სჭირდება და მას დაახლოებით ორი თვე გაუცდება. სიახლეა ისიც, რომ ორი ფეხბურთელი, ჩადუნელი და გოგილაშვილი, "შუქურაში" გავანათხოვრეთ".

პოტენციური ახალწვეულები
ახლა ორიოდ სიტყვით იმ ფეხბურთელებზე, ვინც ახლო მომავალში, შეიძლება, "დინამოს" მაისურა მოირგოს. შემტევი ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე 21 წლისაა. თამაშობდა "ცხინვალში" და, შესაბამისად, კახა კაჭარავა კარგად იცნობს მის შესაძლებლობებს. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

აკაკი შულაიას სხვადასხვა დროს უთამაშია "მერანში", "ცხინვალსა" და "სიონში". ბოლოს ისევ მარტვილური კლუბის ღირსებას იცავდა და მისი ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. 20 წლის გარემარბს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევენ. ისიც კაჭარავას ყოფილი შეგირდია.

რაც შეეხება მიკოლა კოვტალიუკს, ის თამაშობდა "პოლტავაში", "მიხალოვცეში", კიევის "არსენალსა" და "კოლოსში". 22 წლის უკრაინელმა ფორვარდმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი საქართველოს ჩემპიონატში, სადაც ბოლო დრომდე "კოლხეთის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამას გარდა, 10 გოლი ეროვნული ლიგის ბომბარდირთა შორის მეოთხე პოზიციაზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს კოვტალიუკი კაია. სხვები ბალასტი უფროა.
sandro
11:37 01-07-2017
0
სირცხვილი ლევან და რომან ბარემ დაასამარეტ დინამო
nugo
13:07 01-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული