თბილისის "დინამო": ფილიევი ისინჯება, კოვტალიუკს ელოდებიან

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" უკვე სლოვენიაშია, სადაც 13 ივლისის ჩათვლით შეკრებას გაივლის.

კახა კაჭარავამ ბალკანეთში 21 ფეხბურთელი იახლა: სერგეი ლიტოვჩენკო, ნუკრი რევიშვილი, დემეტრე ბულისკერია, გიორგი თევზაძე, ლაშა თოთაძე, ბაქარ ქარდავა, ბექა მიქელთაძე, ლაშა სალუქვაძე, ნიკა ნინუა, ბოგდან მიშჩენკო, ალეკო გამცემლიძე, ბექა დარცმელია, ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ხარშილაძე, ენვერ ლილუაშვილი, პაატა კიტეიშვილი, თორნიკე ძოწენიძე, აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე და ლევან გეგეჭკორი.

"დინამოს" შეკრებაზე უნდა შეუერთდეს ფოთის "კოლხეთის" ფორვარდი და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი მიკოლა კოვტალიუკი. ამას გარდა, "დინამოში" სინჯებზეა 26 წლის ნახევარმცველი
ნიკა ფილიევი
, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია და ამ გუნდის გარდა, მოსკოვის ცსკა-ს, პერმის "ამკარის", ბრატისლავის "სლოვანისა" და გორის "დილას" ღირსებაც დაუცავს, ბოლოს კი რუსულ "დომოდედოვოში" გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოვტალიუკი კარგი ფეხბურტელია
dato
18:05 03-07-2017
0
"ტორბედოს" მწვრთნელსა და ახალ მეპატრონეს კი ღრმა ძილით ძინავთ. გაიღვიძეთ!!!! სანამ გულშემატკივარი გაგაღვიძებთ.
mamulo
20:57 03-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული