შეგახსენებთ, რომ "ტრენჩინი" ხვალ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.
პრესკონფერენციას "ტრენჩინის" ქართველი შემტევი გიორგი ბერიძეც დაესწრო.
"ჩემთვის საქართველოში თამაში ქართული კლუბის წინააღმდეგ ძალიან ემოციურია.
მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ვიცოდით, რომ "ტორპედოს" ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემები ჰქონდა და 70-ე წუთის შემდეგ აქტიურად ვეღარ თამაშობდა, ამიტომ ყურადღება ამას მივაქციეთ", - თქვა ბერიძემ.