გიორგი ბერიძე: ვიცოდით, რომ "ტორპედოს" 70-ე წუთის შემდეგ თამაში უჭირს

AutoSharing Option
"ტრენჩინის" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ შეველამ დღეს, 5 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ "ტრენჩინი" ხვალ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

პრესკონფერენციას "ტრენჩინის" ქართველი შემტევი გიორგი ბერიძეც დაესწრო.

"ჩემთვის საქართველოში თამაში ქართული კლუბის წინააღმდეგ ძალიან ემოციურია.

მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ვიცოდით, რომ "ტორპედოს" ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემები ჰქონდა და 70-ე წუთის შემდეგ აქტიურად ვეღარ თამაშობდა, ამიტომ ყურადღება ამას მივაქციეთ", - თქვა ბერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ხომ ვხვდებით ახლა შეისწავლეს ჩვენი ტორპედო გაანალიზეს რის მაქნისები იყვნენ გაარკვიეს და დაგვახიეს ბურთი თავზე ასე იქნება დრესაც
arkadi 72
17:25 06-07-2017
0
აი ესაა სიმართლე,არამარტო დაღლილობა.,არამედ მეტოქემ თქვა ზოგადად ტორპედოს უჩირს 70წუთის შემდეგოოო..ფიზმომზადება ესეიგი ნოლია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული