კახა ჩხეტიანი: ფეხბურთში სასწაულები ხდება და იმედია, ჩვენც მოვახდენთ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დღეს, 5 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" ხვალ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს "ტრენჩინის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

"ყველამ იცით, რომ ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, მაგრამ წარმატებისთვის ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ. ფეხბურთში სასწაულები ხდება და იმედია, ჩვენც მოვახდენთ!

სლოვაკეთიდან ჩამოსვლიდან რამდენიმე დღე გავიდა, ფეხბურთელებმა დაისვენეს და ხვალინდელ მატჩს სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ხვდებიან. მჯერა, გუნდი როგორც ტაქტიკურად, ისე ტექნიკურად გამართულ ფეხბურთს
ითამაშებს.

ტრავმის გამო ლაშა კუჭუხიძე დაგვაკლდება. ორი ფეხბურთელი, გაბრიელ საღრიშვილი და შალვა ბურჯანაძე 19-წლამდელთა ნაკრებში არიან და მათ წარმატებებს ვუსურვებ.

ხვალ მეტოქეს მაღალი პრესინგი უნდა შევთავაზოთ და რაც შეიძლება მეტი შეცდომა დავაშვებინოთ. გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ, ასე რომ... მთავარია, ბურთი ვაკონტროლოთ და აგრესიულად შევუტიოთ.

დღეს არ მინდა იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც პირველ შეხვედრაში ასე დავმარცხდით. ავიღე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე, რადგან არ მინდა ფეხბურთელებზე ვინმემ ისეთი რამ თქვას, რაც არ ეკუთვნით. ამიტომ, ახლა ამის დრო არ არის - ხვალინდელი მატჩის შემდეგ დავჯდებით და მომხდარს მერე გავაანალიზებთ.

რაც მთავარია, "ტორპედოს" გულშემატკივრები იმედიანად არიან განწყობილები. მათ ფეხბურთელების სჯერათ და დიდი მადლობა ამისთვის. დარწმუნებული ვარ, სტადიონი ხვალ სავსე იქნება და როგორც იტყვიან, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ" - თქვა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვენ უკვე მოახდინეთ სასწაული
kako
07 ივლისი 2017 09:21
0
კუჭუხიძე თუ არ გვყავს რაღას მოვიგებთ .... ვაი ჩვენს პატრონს და მაგის იმედი გქონდა რო ეთამაშა რა მერე
arkadi 72
06 ივლისი 2017 17:21
0
ეს მაგარი მეზღაპრეა და აშტერებს თავისი ჭკუით ხალხს. 70 წუთი ყოფნის გუნდს საშუალოზე დაბალი დონის თამაშის თავი გუნდს, და მერე ჩერდება პრაქტიკულად. თავის თავზე აღება პასუხისმგებლობის, საქართველოში მარტო სიტყვებია, საქმეში გადადგომას ნიშნავს
ზურაბი
06 ივლისი 2017 12:05
0
ტოპპედო .დინამო ბატუმი. ციხურა .სამტრედია მიდიტ ბიჯებო გვასახელეტ
gia
06 ივლისი 2017 11:41
0
მე მჯერა რომ-''ტორო''-მოიგებს-მითუმეტეს დიდი ანგარიშით წაგებისა-4-0 გვყოფნის მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იღბალზე-მსაჯზე და განწყობაზე თუ როგორ წაგივა თამაში.იმნაირი იღბლიანი დღით ტრენჩინს რომ ქონდა -''ტორო''-გავა.
ქუთაისელი.
06 ივლისი 2017 11:15
0
აი ოპტიმიზმი, რას გვაბოლებს ნეტა.ეს ძმაო ფეხბურთია, ჰოკეიშიც კი ვეღარ გააქვთ 5და 6 გოლი. ამას მარტო ქართული გუნდები ახერხებენ, ოღონდ უკუღმა.
დათო
06 ივლისი 2017 10:58
0
მე მჯერა რომ ტორპედო მოიგებს 4-0 მტელი ბატუმი ტკვენ გვერდზეა
batumi
06 ივლისი 2017 10:04
0
მე მჯერა რომ გავალთ! ევროპა უნდა გავაოცოთ! :) ვისაც გვჯერა გაგვატარეთ (შემდეგ ეტაპზე) :)
ქუთაისელი
06 ივლისი 2017 09:52
0
"როგორც იტყვიან, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ". არ მინდა გული გატკინოთ, მაგრამ ჯობია სწორი ფეხბურთი ითამაშოთ. 1:0 ან 2:1 რომ მოიგოთ ეგეც შეღავათია.
haha
06 ივლისი 2017 09:35
0
მინდა წარმატება ვუსურვო ტორპედოს. ჩვენ გვჯერა თქვნი. არ დანებდეთ. ყველაფერი წინაა.
ანი
06 ივლისი 2017 09:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული