მეოთხე თაობა - ბათუმის "დინამოს" ბაზაზე საფარს აგებენ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ქართულ ფეხბურთში სულ ცუდი და დამთრგუნველი ამბები გვესმის. ქართული გუნდები ევროთასებს გამოეთიშნენ და იქით გახედვაც კი გვზარავს. სამწუხარო რეალობაა - ბოლო წლების ევროგათამაშებები ხალხს ფეხბურთის წინააღმდეგ განაწყობს.

ამ ყველაფრის ფონზე ბოლო დღეებში ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგეთ: ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ხელოვნური საფარის დაგება დაიწყო.

კლუბის წარმომადგენლის ცნობით, ანგისაში მე-4 თაობის საფარს აგებენ. დაპირების მიხედვით, ბათუმის "დინამოს" ბაზის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს არის დიდი დანაშაული საქართველოს სპორტის მიმართ,
,მამა
17 ივლისი 2017 12:01
0
ჰოლანდიაში უკვე აიკრძალა ხელოვნური საფარი..ამიერიდან ვერარავინ გააკეთებს და ისის, რაც არის, ნელ-ნელა უნდა გაუქმდეს და აალაგონ..მგონი 2020 წლამდე, ვადა არ მახსოვს

ყური მიგდე
17 ივლისი 2017 09:17
0
გასაგებია,რომ ყველა ნორმალურ გუნდს აქვს ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო მოედანი,მაგრამ მის გარდა აქვთ ორი, სამი ბალახიანი მოედანიც და უკიდურეს შემთხვევაში ერთი მაინც,ხელოვნურ საფარს იყენებენ როგორც სარეზერვოს,ძალიან ცუდი ამინდის პირობებში,როცა გარდაუვალი იქნება ბალახის საფარის გაფუჭება,აქ კი რა მდგომარეობაა,ფეხბურთელებმა მუდმივად ამ საფარზე უნდა ივარჯიშონ,ხოლო ითამაშონ ბუნებრივ საფარზე.ეს იმმხრივ არის კარგი,რომ სტუმარი გუნდები გადარჩებიან ტრავმებს,მასპინძელი ფეხბურთელები კი ვარჯიშებზე ისე დაინგრევიან,რომ მერე ის ბალახის საფარიც ვეღარ უშველით,რადგან ვარჯიშებზევე მიიღებენ ტრავმებს.ვიმეორებ,ხელოვნურ საფარიანი მოედანი უნდა იყოს,მაგრამ მხოლოდ როგორც სარეზერვო,ბალახის საფარიანი მოედნის (მოედნების) პარალელურად.
სოსო
17 ივლისი 2017 09:13
0
ხელოვნური საფარიოო? ვაი თქვენს პატრონს.
kaxa
16 ივლისი 2017 23:55
0
21-ე საუკუნეში ხელოვნური საფარი გვიხარია სად, ბათუმში სადაც ბალახი თავისით ამოდის და მორწყვა არ სჭირდება,ყოველ მესამე დღეს წვიმაა,მაგრამ ფულია ასათვისებელი და გასათეთრებელი,აღარ დამთავრდა კომუნისტური რეჟიმის გამოცდილების პოპულარიზაცია.რატომ ჭიანურდება სტადიონის მშენებლობის დაწყება?სტადიონი არ აშენდება,ბათუმელები შეეჩვივნ ამას და აღარც აპროტესტებენ.კარგი მასალა კი არის მერის არჩევნების წინ დაპირებებისთვის.შემდეგ არჩეული მერი,როგორმე გადააგორებს 4 წელიწადს და გადაულოცავს სხვას შემდეგი არჩევნებისთვის და იქნება ასე ჩემო ბატონო უსასრულოდ
vax-vax
16 ივლისი 2017 21:54
0
იქნება ხელოვნურიც და ბუნებრივიც ესეც საჭიროა და ისეც ბაზაა ეგ ოხერი ყველას ეგრაქ გუნდებს ბაზაზე ხელოვნურიც და ბუნებრივიც კრიტკა კიდე საფუძვლიანი უნდა იყოს ჩემი აზრით და არა კრიტიკა კრიტიკისთვის.დინამოსაც ეგრეაქ სხვათაშორის.
quTaiseli
16 ივლისი 2017 20:04
0
რა გასახარებელი ამბავი ეგ არის! რა უნდა ხელოვნურ საფარს სუბტროპიკებში?!სტადიონის მშენებლობის ზღაპარი მერამდენე წელიწადია გვესმის!
მერაბი
16 ივლისი 2017 18:58
0
ხელოვნურები და ფარსივები ხარტ კველა ვინც განაგებტ დგეს კარტულ ფეხბურტს
gaza
16 ივლისი 2017 18:42
0
არ არის გასახარი ხელოვნური საფარი!!!....
არტაგი
16 ივლისი 2017 18:22
0
კარგით რაა,ისევ ხელოვნური?ღირსები ხართ,ფეხბურთელებმა უარი თქვან იქ შესვლაზე.ეტყობა მანდაც ფული კეთდება.
სოსო
16 ივლისი 2017 17:40
0

სიახლეები პოპულარული