მეოთხე თაობა - ბათუმის "დინამოს" ბაზაზე საფარს აგებენ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ქართულ ფეხბურთში სულ ცუდი და დამთრგუნველი ამბები გვესმის. ქართული გუნდები ევროთასებს გამოეთიშნენ და იქით გახედვაც კი გვზარავს. სამწუხარო რეალობაა - ბოლო წლების ევროგათამაშებები ხალხს ფეხბურთის წინააღმდეგ განაწყობს.

ამ ყველაფრის ფონზე ბოლო დღეებში ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგეთ: ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ხელოვნური საფარის დაგება დაიწყო.

კლუბის წარმომადგენლის ცნობით, ანგისაში მე-4 თაობის საფარს აგებენ. დაპირების მიხედვით, ბათუმის "დინამოს" ბაზის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს არის დიდი დანაშაული საქართველოს სპორტის მიმართ,
,მამა
12:01 17-07-2017
0
ჰოლანდიაში უკვე აიკრძალა ხელოვნური საფარი..ამიერიდან ვერარავინ გააკეთებს და ისის, რაც არის, ნელ-ნელა უნდა გაუქმდეს და აალაგონ..მგონი 2020 წლამდე, ვადა არ მახსოვს

ყური მიგდე
09:17 17-07-2017
0

სიახლეები პოპულარული