გია ცეცაძე: 0:5 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნების გვრცხვენოდა...

AutoSharing Option
"ყარაბაღთან" მატჩის წინა დღეს, "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დღეს, 17 ივლისს, "დინამო არენას" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 ივლისს, 21:00 საათზე, "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სწორედ "დინამო არენაზე" "ყარაბაღის" წინააღმდეგ გამართავს. პირველი მატჩი აზერბაიჯანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

"ხვალინდელ მატჩში ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება", - ასე დაიწყო პრესკონფერენცია სამტრედიელთა თავკაცმა.

"მოდით, ფინანსურად ნურც ლუქსემბურგის კლუბს შევედრებით და ნურც - "ბარსელონას". ჩვენ ჩვენს ფეხბურთზე ვიზრუნოთ და ვეცადოთ, ის პრობლემები აღმოფხვრათ, რომელიც გვაქვს. იმ
პრობლემებზე სასაუბროდ კი, რომელიც ქართულ ფებხურთშია, ერთი გადაცემაც არ მეყოფა.

პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. 20 წუთში, რომელშიც კონცენტრაცია დავკარგეთ, მეტოქემ 4 გოლი გაგვიტანა. ლოგიკურია, რომ ამ დონის გუნდი მოდუნების უფლებას არ მოგცემს და დაგსჯის. ამ ყველაფერმა ქართულ და აზერბაიჯანულ ფეხბურთს შორის სხვაობაც დაგვანახ. ვერ გავექცევით ამ ყველაფერს. ნეტავ, პირიქით იყოს, მაგრამ რა ვქნათ, ასეა!

"ყარაბაღმა" პირველ მატჩში" არ მოგვცა საშუალება შეტევაში გვეთამაშა ის ფეხბურთი, რომელიც ვიცით. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ცვლილებები გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვალთ და აუცილებლად 6:0 მოვიგებთ.

პირველ მატჩში ასეთი ანგარიშით წაგება ფინანსების ბრალი არ არის: ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი ფეხბურთელების ბრალია!

ის ფეხბურთელები, რომლებმაც იანვარში კლუბი დატოვეს, საქართველოზე ცუდ ჩემპიონატში არ წასულან, მაგრამ დღეს რომ ისინი აქ ყოფილიყვნენ, სულ სხვა სურათი გვექნებოდა. ეს ფეხბურთის ნაწილია და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

არ გვაქვს საქართველოში ფეხბურთელთა ის რესურსი, რომელთა შეკრებით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებთ. ვინც მზადაა ამისთვის და ვინც მაღალ დონეზე თამაშობს, ის უცხოეთშია და ეს არაა ცუდი, რადგან ნაკრებს მაინც ადგება.

მინდა, სამტრედიელ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობთ. 0:5 წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოში დაბრუნების გვრცხვენოდა, მათგან კი ამ დროს იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინეთ... ერთი ოჯახი ვართ და ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ასე გავახაროთ ისინი", - დაამატრა ცეცაძემ.

პრესკონფერენციას სამტრედიელთა კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილიც დაესწრო.

"5:0 წავაგეთ და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა ხვალ ვეცდებით, მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. თანაც, ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე წელს არ მოუგიათ და გვინდა, ჩვენ მოვიგოთ.

მთლიანად მატჩზე ვართ კონცენტრირებულები და ვნახოთ, რა იქნება. "გაბალასთანაც" ასე წავაგეთ, მაგრამ შემდეგ მოვიგეთ. იმედგაცრუებულები ვართ ძალიან...

მადლობა სამტრედიელ ქომაგს ჩვენს გვერდში დგომისთვის. იმედია, გამარჯვებით გავახარებთ", - თქვა დათუნაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
Au ratom ganixilavt saertod am pexburtelebs da am gunds... Eseni ar arian pexburtelebi,ar arian sporcmenebi,eset sazizgar pexburts agaravin tamashobs rasac eseni... Sircxvilia dges qartuli pexburti da meti araperi... Es gundi kidev saqartvelos chempioni ar unda gamxdariyo...
Mtqmeli
18 ივლისი 2017 12:54
0
ვაი ტქვენს პატრონსს
oto
18 ივლისი 2017 12:44
0
ჩემი აზრით დღეს სამტრედია მოიგებს,ოღონდ არა თამაშით.გაიხსენეთ შარშანდელი გაბალა-სამტრედია 5:1 , 1:2
buje
18 ივლისი 2017 11:08
0
რა სისულელეებს ლაპარაკობ შე გოიმო და მართლა პროვინციელო, რა შუაშიშია დინამო და მასთან შედარება, თვითონ ცეცაძეც თბილისელია და რაც შეეძლო გააკეთა სამტრედიისთვის, შენნაირი გლეხი და გოიმი რომ არ არის იქიდანაც ეტყობა რო არაფერს ამბობს მსაჯობაზე, ეს ჩვენ უნდა ვთქვათ,შენნაირი ბოღმა და ბრმა თუ არ ვიქნებით, არასწორი გაფრთხილებები (სასაცილოა, მცველს ზურგიდან მოხვდა ბურთი ხელზე), ორი საეჭვო პენალტი-თურქი მსაჯის ეს დახმარებები არ იყო თვალსაჩინო? შენ კი გოიმო, შენი თავი ნუ გგონია თბილისელი, ღამდენი სამტრედიელი უკეტ აზროვნებს შენზე
gelas
18 ივლისი 2017 10:59
0
მერედა იზრუნე შენს ფეხბურთზე ვინაა წინააღმდეგი?
nini
18 ივლისი 2017 10:46
0
ტორპედოც ასე გაიძახოდა მარააააააა 0-3 დაასრულა შეხვედრა
sos
18 ივლისი 2017 10:44
0
საქართველოს ჩემპიონობის არ გრცხვენოდათ?
dato
18 ივლისი 2017 10:27
0
ყარაბახს რა სჭირდა მსაჯის საჩუქებელი(?!), გაპრავება გინდათ არა ცეცაძის? გასაგებია , ალბათ ახლობელია. ის ხალხი სადაა და რატომ არ წერენ თავის შარშანდელ განცხადებებთან დაკავშირებით(" აი ნახავთ დინამოზე უკეთესად თუ არ გამოვა სამტრედია"-ო)? მეეჭვება შვილოსა. ამიტომაც ზიზღით საუბარს შეეშვით დედაქალაქთან დაკავშირებულ ყველაფერზე, ისე კი ვიცი პერიფერიებში ამას არ მოიშლიან, ჰოდა "დავაი" და ააწყვეთ ახალი "კამანდა" ცეცაძის და ახლანდელების გარეშე!!! აღდგომა და ხვალეოოოოოოო
gela
18 ივლისი 2017 10:08
0
გია ცეცაძეს როგორც პროფესიონალს, მინდა დაუსვა მხოლოდ ერთ კითხვა. გია, თქვენ გვპირდებით, რომ ხვალ აუცილებლად უნდა მოიგოთ (გასვლაზე სისულელეა ლაპარაკი). ისმის ლოგიკური კითხვა, რას ეფუძნება თქვენი ეს ოპტიმისტური სურვილი? ფეხბურთელები გადაკეთდნენ თუ თქვენ გადაკეთდით ამ ერთ კვირაში? ყველა ლოგიკით, განსაკუთრებით თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, "ყარაბახი" ისევ მოიგებს, თუმცა დაგინდობთ და ანგარიში არ იქნება ისეთი კატარსტოფული, როგორიც ბაქოში იყო. მაინც ძმები ვართ.
nadir guliev
18 ივლისი 2017 09:47
0
დიტო-ს. ერთ კითხვას დაგისვავ ჯიგარ და მიპასუხე თუ გაქვს სურვილი. ხომ არ იცი, რატომ ხსნიან ეგრევე ბობოლა, ვარსკვლავებით გაჭედილი გუნდები ბობოლა მწვრთნელს, როცა იშვიათათ, მაგრამ მაინც, ისეთ შედეგს აჩვენებენ როგორც სამტრედია? მიპასუე აბა!!
GOGA
18 ივლისი 2017 09:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული