გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
ეს არსება დღესვე თუ არ მოაშორეს ფეხბურთს, ყველაფერი გასაები გახდება!
zurab
19 ივლისი 2017 08:20
0
მაგარი შუშტრუკუნა ვინმეა ეს ცეცაძე
mumu
19 ივლისი 2017 08:13
0
მწვრთნელობა სად ისწავლა ამან? ან ფეხბურთი აქვს ნათამაშები? რამეზე ეტყობა საერთოდ რომ მწვრთნელია? კიდევ გიკვირთ ბავშვები კარგ ფეხბურთელებად რატომ ვერ ყალიბდებიანო. ის ბავშვებიც რასაც აღწევენ, ნიჭის ხარჯზეა და ეს მუქთახორები და უცოდინრები იწერენ იმით ქულებს, თორემ თვითონ ვერანაირ განათლებას იმ ბავშვებს ვერ აძლევენ და იმიტომ არის რომ დიდებში ფეხბურთი არ არსებობს.
odala
19 ივლისი 2017 07:56
0
magari kaci xar ceca,vinc chasafrebuli iyo tqvens wasagebad da ara sagulshematkivrod,aq komentarebshic gamochndeba vinc esetebi arian da ramdenic arianc.warmatebebi yvela qartul klubs,gaumarjos yvela namdvil gulshematkivrebs.
romandro
19 ივლისი 2017 07:22
0
ნეტავ, რომელ ქართველს უნდა გახარებოდა ეს მარცხი? სამტრედიას რომ 7:0 მოეგო, ქართველებს მაშინ არ გაუხარდებოდათ? რაზე საუბრობს ეს ადამიანი, ხომ არ იცით, ხალხო???
N
19 ივლისი 2017 05:08
0
ეს ახლა განაწყენებულია გულშემატკივარზე???თუ მე რამე ვერ გავიგე და ეს სწორად საუბრობს???ასე მიმართავს იმ ხალხს ვინც ამათი უნიათობიდან გამომდინარე სიმწრის ცრემლი ღვარა??თუ წაგებით გახარებულ ხალხს იცნობს,საჯაროდ დაასახელოს რომ ვიცოდეთ ჩვენც ვინაა ჩვენი ფეხბურთის მტერი.აბა ისეთს მე არ ვიცნობ ვისაც გაუხარდა ჩვენი კლუბების მართლა სამარცხვინო გამოსვლა.სრულიად არაადეკვატური და უაზრო კომენტარი იყო ეს.ანდორას და სან მარინოს დონეზე თავად მიიყვანეს ქართული ფეხბურთი და ეხლა უდიდესწილად სამართლიანი კრიტიკის მოსმენაც აღარ უნდათ.0-6 რომ წააგებ,ან ბოდიში უნდა მოიხადო,ან კიდევ ჩუმად იყო და წახვიდე.დაფინანსება არ გვაქვსო გაიძახოდნენ და აჰა,დაფინანსებაც აქვთ და რა ამით???მე ასეთი სამარცხვინო და კატასტროფული გამოსვლა ევროტურნირებზე არ მახსენდება.P.S.დავიღალეთ!!!!!
Aleqsi
19 ივლისი 2017 05:02
0
ძალიან სამარცხვინო განცხადება!!! უმდაბლესი დონე!! ყარაბაღის მწვრთნელი მოგვეფერა, სითბო გამოხატა და ამან რა პასუხი გასცა..
Jeko
19 ივლისი 2017 04:50
0
რა სამარცხვინო კაცი უოფილა.
Shio
19 ივლისი 2017 04:26
0
გვიხარია არა რესტორანში სუფრა გვაქვს შეკვეთილი ყარაბახის გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდა ავღნიშნოთ .
თქვენ თამაში არ იცოდეთ ჩვენზე რას ბრაზდებით რა გიკვირთ? რომ დაგცინით? მაშინ გაანძრიეთ ერთი ადგილი და ითამაშეთ ფეხბურთი ვიცი რომ კარგათ არ გესმით ამიტომ გაგიმეორებთ ითამაშეთ ფეხბურთი ორ თამაშში ქვეყნის ჩემპიონი გოლს რომ ვერ გაიტან და 6 მიიღებ ხმას როგორ იღებ საერთოდ დაიწყე ეხლა ტირილი ბიუჯეტები შეადარეთო შევადარეთ მერე ? მაშინ ნუ გახვალთ სათამაშოთ თორე აგერ სომხებმა ბატეს ებრძოლენ და გასვლის შანსიც ჰქონდათ შეხედე ისეთ გუნდებს რომელსაც არააქვს ფული მაგრამ თამაშობენ თორე სამტრედიადან რეალ მადრიდი რომ ვერ გამოვ ვერასდროს ეს ჩვენც ვიცით
LIVE
19 ივლისი 2017 03:47
0
რა თქვა ტყუილი ცეცამ რამდენი ბოღმაა ამ კომენტარებში.ვისაც არ მოგწონთ გია ბოღმა თქვენთვის შეინახეთ ჩვენ სამტრედიის გულშემატკივრებს კი გვაცადეთ.ჩვენ გვჯერა გიასი და დარწმუნებული ვარ მასთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებებს მივაღწევთ
paata xuchua
19 ივლისი 2017 02:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული