გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
Kალაძის სამტრედია. Bიზინას საჩXერე რომ გაყავთ ძAლით აქ ევროპაში იმიტომ ვაღწევთ წარატებებს
Lucky
19 ივლისი 2017 02:27
0
კიდევ როგორ ქილიკობს აქეთ! კარგი ბატონო, როგორც მწვრთნელი არ ვარგიხარ მარა ,ნამუსი ხომ მაინც უნდა გქონდეს! ხომ უნდა მიხვდე რომ უნდა გადადგე! მერამდენედ გვესმის უნდა მოგვეგოო! და რატომ ვერ იგებთ?!
antoni
19 ივლისი 2017 02:26
0
ეს კიდე ჩVენ გვაბრალებს :)))))))))))))))))) წადი თAვი მოიკალი რომელი არსენ Vენგერი შენ Xარ რო კიდე Mანდ რჩEბი?
heriha
19 ივლისი 2017 02:20
0
ამ არსების მიერ მიღწეული რამე შედეგი თუ გაგიგიათ (დადებითი შედეგი მაქვს მხედველობაში)? და საერთოდ რას ატრიალებემ ამ უშედეგო მწრთვნელებს კარუსელზე, მერამდნეჯერ უნდა ვიყოთ ასე ,,გაფარჩაკებულები"...
zuxa
19 ივლისი 2017 02:00
0
ამას და ამისნაირებს რატომ უნდა აფინანსებდეს ბიუჯეტი? ანუ ჩვენი ნეერვების მოშლაში ჩვენივე ფულს გვახდევინებენ. ბნელაა?????
vakho
19 ივლისი 2017 01:50
0
ამ განცხადების შემდეგ ამის მწვრთნელობა არ შეიძლება !
badri
19 ივლისი 2017 01:49
0
რა კომენტარის ღირსიც არის ვერ გავაკეთებ , რადგან დაბლოკავენ, უბრალოდ სინდისი და კაცობაც დაკარგული ყოფილა ჩვენს ფეხბურთში, მე მარტო უნიჭობის პრობლემა მეგონა გვქინდა !!! ანუ შენი ბრალია არაა არა ??? ვაააააააჰ ქართული ფეხბურთი თუ გაგაოეცებს ეგრე
laSa19
19 ივლისი 2017 01:47
0
ეუფ
ბესო
19 ივლისი 2017 01:37
0
ფედერაციამ ამოიღოს ხმა ამ კაცის ასეთ კომენტარზე. სირცხვილია, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი ასეთი კომენტარით იმართლებდა თავს
ბესო
19 ივლისი 2017 01:35
0
რო იძახით ქართველ ფეხბურთელებს დაბალი ხელფასები აქვთო და გუნდებს დაბალი ბიუჯეტიო, შეხედეთ ერევნის ააშკერტიც კი ჯობნის ნებისმიერ ქართულ გუნდს დღეს ბატესთანაც ძალიან კარგად ითამაშეს და შეივსო კიდეც სტადიონი. რა გულშემატკივრობაზეა ლაპარაკი წელია ზედიზედ ვრცერთ ბარიერს ვერ გადიან და პრესტიჟის თამაშიც ვერ მოიგეს წელს, სამარცხვინოები ხართ, ყოველი თქვენი თამაშის ყურება ტყუილად დროის ფლანგვაა მეტი არაფერი, რასაც ვუყურებ ლიგის შესარჩევის თამაშს ყველა გუნდი ორგანიზებულად თამაშობს ან ცდილობს ითამაშოს თქვენ კიდე რამდენიმე პასს ვერ აბავთ ერთმანეთ, ყოველ წელს უკან და უკან მიდი ქართული ფეხბურთი
football
19 ივლისი 2017 01:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული