გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
ასეთი არაადეკვატური განცხადება დიდი ხანია არ მომისმენია.
ასევე არ მომეწონა როგორ მიმართა აზერბაიჯანელებს ულამაზოა ასეთი ნათქვამი.
ჰმ
19 ივლისი 2017 01:25
0
არ გეცოდებათ ხალხო ეს ძალათ მწვრთნელი.... რა საცოდავი და არა ადეკვატურია თავის კომენტარებში . ამათ და ამნაირებს როგორ აფინანსებს სახელმწიფო ხალხის ფულებით ??? ფუიიი შეგირცხვეთ ნამუსი ...
დათო - სიმართლე
19 ივლისი 2017 00:41
0
"ადექი და წადი,კაცობა იქონიე,უბრალოდ დაწერე განცხადება და წადი,თან გაიოყოლე ომანაძე და შალამბერიძე"--მერე ვინ თქვა რომ ამას კაცობა აქვს.ცეცაძე ფულის მონაა და რაღაც ე.წ."კაცობის"გულისთვით დაკარგავს თბილ ადგილს? ვერ ხედავთ რა ინტერვიუს იძლევა?ამ ინტერვიუს პატრონს --კაცობა აქვს??/
mamulo
19 ივლისი 2017 00:35
0
უსინდისო მუქთახორები ხართ!!! ხალხის ფულის მჭამელები, იმის მაგივრად თავი დახარონ და ბოდიში მოიხადონ აქეთ აქილიკებს გულშემატკივარს. თფუიი....
Frg
19 ივლისი 2017 00:33
0
ადექი და წადი,კაცობა იქონიე,უბრალოდ დაწერე განცხადება და წადი,თან გაიოყოლე ომანაძე და შალამბერიძე.
შენ უკევ ყველა კრედიტი ამოწურე,მეტი არ შეგიძლია, თავსაც ნუ იწვალებ და ფეხბურთელებსაც ნუ აწვალებ. სინდისიც კარგი საქმეა და სხვებსაც ჰაყვთ ოჯახები სარჩენი.
ცეცაძე წადი
19 ივლისი 2017 00:25
0
მე მგონი ამას უფრო გაეხარდა მისი გუნდის მარცხი და თავის თავს ულოცავს...შენისთანა მწვრთნელები რომ არიან იმიტომაა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად...საერთოდ არ უნდა მოვიდეს გულშემატკივარი შენი გაწვრთნილი გუნდის საგულშემატკივროდ!!!!
nikola
19 ივლისი 2017 00:09
0
მჯედლიშვილი კაი ბიჭია,არ მახსოვს იყო ნეტა პირველ თამაშში?ისე კი ცეცაძეს სტილი არ აქვს,არც რაიმე მონახაზი და რა შევუფასო?სტადიონზე მეტი აზერი იყო და კარგადაც ისიამოვნეს და გაიხარეს.ჩვენ დავაბრალოთ ერთმანეთს ჩვენი არაპროფესიონალიზმი.რა ხალხიც ვართ ის გუნდები გვყავს.ნეპოტიზმით გაჯერებული!
Zviad
19 ივლისი 2017 00:09
0
და ეს რა ლაპარაკია?! შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი
Z.LO
19 ივლისი 2017 00:07
0
ასეტებს რაუნდატ მცვრტნელად? ცეცადზე ცეცადზეო. ხომ გაიდზახდიტ? აა ბატონო.
givi
19 ივლისი 2017 00:06
0
წაგების გამართლება გამიგია, მაგრამ ესე უაზროდ არა. ამ უაზრო კომენტარის გაკეთებას იქნებ კარში ბურთის მოხვედრებით დაგეწყოთ ვარჯიში.
beqa
19 ივლისი 2017 00:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული