გია ცეცაძე: ვულოცავ იმ ქართველებს, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მათ, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდა. სამწუხაროდ, ქართველებიც არიან, ვისაც ჩვენი წაგება გაუხარდათ და ვულოცავ ასეთ ქართველებს. გუნდის დღეს ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ვარ.

არ ვამბობ, რომ გავსლა შეგვეძლო, მაგრამ შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. სულ რომ არაფერი, მინიმუმ გოლის გატანა იქაც და აქაც გვმართებდა.

ორივე გუნდმა კარგად ივარჯიშა - ასე შევაფასებდი დღევანდელ მატჩს. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი მატჩი 0:5 წავაგეთ.

ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხბურთში მუდმივი
არაფერია. დღეს აზერბაიჯანელები გვიგებენ, მაგრამ მოვა ის დროც, როცა ასეთი ბედნიერები აღარ იქნებიან. ეს ფეხბურთში, თორემ ღმერთმა გაახაროს სხვა საკითხბეში", - თქვა ცეცაძემ.

- სამტრედია-ყარაბაღი 0:1 - ერთი გამარჯვება ოცნებად დაგვრჩა... [VIDEO]
- "ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
მკითხველის კომენტარები / 157 /
ეხლა ეს ადექვატურია? რომელ ქართველს გაუხარდა ქართული გუნდის წაგება? კაცობა გეყოს და თქვი აზრზე არ ვარ მწვრთნელობის და გუნდი კი არა უნიჭო ზარმაცების ნაკრები მყავსო და დაამატე ერთ თეთრს არ ვიმსახურებთ ქვეყნის ბიუჯეტიდანო.
Gio
18 ივლისი 2017 23:24
0
არ მესმის როგორ უნდა გაგიხარდეს ჩვენი გუნდების წაგება ევროტურნირებზე ბ-ნო გია(და ბევრს ეხება ეს) თქვენ მგონი ეს ადამიანები უფრო განაწყენებულ ადამიანებში გეშლებათ რომლებმაც აღარ იციან რა დაწერონ თქვენი და სხვა ქართული კლუბების "გასეირნებით" ევროტურნირებზე და ასეთი ადამიანი დღეს ბევრია ქვეყანაში! აბა რა გეგონათ 0:5 ზე(და სხვა ქართული კლუბების შედეგებზე) გულშემატკივრისგან რას ელოდით?! მომენტებს შევხედე და ბოლომდე არ დაგიკარგავთ თავმოყვარეობა დარბოდით მაინც ბოლომდე
svan
18 ივლისი 2017 23:22
0
ეს ბიზია ზველი ბიჯია რაგიდატ ფეხბურზე
დარმავოი პულები კაია
nika
18 ივლისი 2017 23:18
0
სარკაზმს მოეშვით და ფეხბურთი ითამაშეთ, მაგრამ ვაი რომ თამაშზე მეტად სარკაზმი გეხერხებათ და ისიც კი არ გივარგათ...ვის უნდა გახარებოდა .....?
დათო
18 ივლისი 2017 23:18
0
ეს კაცი რას გვამადლის, ხომ არავინ იცით?
მიშა
18 ივლისი 2017 23:12
0
გახარებული და გაღიმებული სახეები შენ ფეხბურთეელბს ქოდათ ვარჯიშზე მემგონი
lolz
18 ივლისი 2017 23:11
0
ეს კაცი რა დიდგულზეა!თავის საქმეს მიხედოს სჯობს!
s
18 ივლისი 2017 23:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული