"ზუგდიდმა" ყირგიზი ლეგიონერი დაიმატა და რუსს ელის

AutoSharing Option
"ზუგდიდის" ფეხბურთელებმა ურეკში 12-დღიანი შეკრება დაასრულეს და თბილისში გაემგზავრნენ. 22 ივლისს, ისინი, მესამე წრის პირველ შეხვედრას ბოლნისში, "სიონთან" გამართავენ.

ურეკში "ზუგდიდი" ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობდა:
მეკარეები - შოთა მამინაშვილი, ვახტანგ ჯომიდავა, მალხაზ ეხვაია;
მცველები - ლევან აკობია, თამაზ აკობია, მაქსიმ კირსანოვი, შერზოტ შაკიროვი, მიხეილ რუხაია, გიორგი მალანია, ზურაბ გელაშვილი, თედო კიკაბიძე;
ნახევარმცველები - დათა ქირია, ნიკა ქირია, ნიკა ლაშხია, ალექსანდრ იგნატენკო, გოჩა ხოჯავა, ცოტნე სამუშია, ირაკლი ჟვანია;
თავდამსხმელები - ბესიკ ჩიმაკაძე, ლაშა კუკავა, გიორგი ფხაკაძე.

დათო მახარაძის გუნდში სამი ახალწვეულია -
ზურაბ გელაშვილი, შერზოტ შაკიროვი და თედო კიკაბიძე, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ.

1990 წელს დაბადებული ყირგიზი ლეგიონერი შაკიროვი მარცხენა მცველია და სხვადასხვა დროს თამაშობდა ყირგიზეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებში - "ნეფთჩი", "დორდოი", "ალაი", ყირგიზეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 6 მატჩი.

ზურაბ გელაშვილი წინა წლებში, ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში" გამოდიოდა, ხოლო ბოლოს თერჯოლას "საპოვნელაში" ირიცხებოდა. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ. თედო კიკაბიძე კი ზუგდიდელებს იტალიის სერია D-ში მოასპარეზე "ანციოდან" შეურთდა.

არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ დღეებში გადაწყდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რუს ლეგიონერთან, რომელიც ამპლუით თავდამსხმელია და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, იგი ზუგდიდელთა რიგებს მალე შეუერთდება. ამ ფეხბურთელზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მახარაძის შეგირდებმა ზღვისპირეთში შეკრება ორმხრივი შეხვედრით დაასრულეს. კლუბი მანამდე სხვა ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. ზუგდიდელთა რიგებში საშემოდგომო სეზონზე ბესიკ ჩიმაკაძე, გოჩა ხოჯავა, ალექსანდრ იგნატენკო და მაქსიმ კირსანოვი იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
qartuli fexburtis qomagi var.aq vinme zugdideli tu xart,gtxovt gamagebinot zugdidhi stadionis mheneblobastan dakavhirebit ra xdeba?
S.P
21 ივლისი 2017 12:57
0
ამას ეტყობაა გზა აებნა
ნიკა
21 ივლისი 2017 11:52
0
es velaferi kargia, magram iqneb imazec dacerot rame zugdidis sdadionis mheneblobastan dakavhirebit tu xdeba axali rame.
S.P
21 ივლისი 2017 11:40
0
ბიჯოოოო, სად ნახეს ან ვინ გაუშვეს მის დასაკვირვებლად..... სამეგრელო ბეხბურთელების საბადოა და ისე რა გაუხდა სამეგრელოს მთავარ გუნდს საქმე რო შუა აზიაში ყველაზე დაქცეულ ქვეყანაში ეძებს ფეხბურთელს... what the fuck?...
Irakli apkhaidze
21 ივლისი 2017 11:20
0
ზუგდიდს დარჩენა ალბათ არ გაუჭირდება მეორე ლიგაში მაგრამ ეს ეგრეთწოდებული ხელმძღბანელობა რატოა გუნდში?ააა?პატრონები ყავთ მაღლა?აბა რა დამსახურებისთვისაა ინალიშვილი ისევ გუნდში?ან სხვებიც.დამლაგებელიც გასაშვებია იქედან.
გოგა
21 ივლისი 2017 11:19
0

სიახლეები პოპულარული