"ზუგდიდმა" ყირგიზი ლეგიონერი დაიმატა და რუსს ელის

AutoSharing Option
"ზუგდიდის" ფეხბურთელებმა ურეკში 12-დღიანი შეკრება დაასრულეს და თბილისში გაემგზავრნენ. 22 ივლისს, ისინი, მესამე წრის პირველ შეხვედრას ბოლნისში, "სიონთან" გამართავენ.

ურეკში "ზუგდიდი" ასეთი შემადგენლობით ვარჯიშობდა:
მეკარეები - შოთა მამინაშვილი, ვახტანგ ჯომიდავა, მალხაზ ეხვაია;
მცველები - ლევან აკობია, თამაზ აკობია, მაქსიმ კირსანოვი, შერზოტ შაკიროვი, მიხეილ რუხაია, გიორგი მალანია, ზურაბ გელაშვილი, თედო კიკაბიძე;
ნახევარმცველები - დათა ქირია, ნიკა ქირია, ნიკა ლაშხია, ალექსანდრ იგნატენკო, გოჩა ხოჯავა, ცოტნე სამუშია, ირაკლი ჟვანია;
თავდამსხმელები - ბესიკ ჩიმაკაძე, ლაშა კუკავა, გიორგი ფხაკაძე.

დათო მახარაძის გუნდში სამი ახალწვეულია -
ზურაბ გელაშვილი, შერზოტ შაკიროვი და თედო კიკაბიძე, რომლებიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ.

1990 წელს დაბადებული ყირგიზი ლეგიონერი შაკიროვი მარცხენა მცველია და სხვადასხვა დროს თამაშობდა ყირგიზეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებში - "ნეფთჩი", "დორდოი", "ალაი", ყირგიზეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 6 მატჩი.

ზურაბ გელაშვილი წინა წლებში, ქუთაისის "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიაში" გამოდიოდა, ხოლო ბოლოს თერჯოლას "საპოვნელაში" ირიცხებოდა. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ. თედო კიკაბიძე კი ზუგდიდელებს იტალიის სერია D-ში მოასპარეზე "ანციოდან" შეურთდა.

არის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ დღეებში გადაწყდება. მიმდინარეობს მოლაპარაკება, რუს ლეგიონერთან, რომელიც ამპლუით თავდამსხმელია და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, იგი ზუგდიდელთა რიგებს მალე შეუერთდება. ამ ფეხბურთელზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მახარაძის შეგირდებმა ზღვისპირეთში შეკრება ორმხრივი შეხვედრით დაასრულეს. კლუბი მანამდე სხვა ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. ზუგდიდელთა რიგებში საშემოდგომო სეზონზე ბესიკ ჩიმაკაძე, გოჩა ხოჯავა, ალექსანდრ იგნატენკო და მაქსიმ კირსანოვი იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
არ ვიცი ამ ჯერზე გალელმა გაამართლა თუ არა, მაგრამ ზოგადად ასეთი მსჯელობა რა დონის პროვინციულია რომ ზუგდიდში გალელმა არ უნდა იმუშაოს არც კი ვიცი რა ვთქვა.
ნიკო
22 ივლისი 2017 04:16
0
თუ ელ კლასიკოზეა ლაპარაკი ზუგდიდი vs დინამო თბილისი უნდა იყოს სწირედ ელ კლასიკო და ეს დამიბლოკეთ თქვენ
სეპარატისტ
22 ივლისი 2017 00:12
0
ზუგდიდის გუნდს უნდა ყავდეს ზუგდიდელი მწვრთნელი და ზუგდიდელი ხელმძღვანელი.აქ გალელების დასაქმების ბიურო არაა ჯერ ეს ერთი და მეორე ამ ხალხმა გუნდი გამოაგდო უმაღლესი ლიგიდან და მეორე ლიგიდანაც ვარდება და პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?ხელმძღვანელობას.მაგრამ უტიფრად განაგრძობენ ვითომ მუშაობას.გალიდან და საერთოდ აფხაზეთიდან და სამეგრელოდან მართლა მაღალი დონის ფეხბურთელები მოდიოდნენ,ამას არავინ უარყოფს მაგრამ ზუგდიდის გუნდს გალელები არ უნდა მართავდეს.
ნოდარი
21 ივლისი 2017 17:19
0
და აქ კომენტარებს გადავხედე და იქიდან გამომდინარე ვამბობ რო საქარტველოს კიდე 50 წელი არ ეყოლება ნაკრები და არც ჩემპიონატი, გალი ზუგდიდი და დამცინავი სიტყვები ეს ხართ თქვენ და იმიტიმ არის ჩვენი ქვეყანა ასეთ დხეში...
achi
21 ივლისი 2017 16:10
0
სწორედაც ზუგდიდიდან და გალიდან მოდიოდნენ პეხბურტელები და ახლაც არის ისეთები მაგრამ აქ პატრონი არავის ყავს..
achi
21 ივლისი 2017 16:06
0
ვაი სირცხვილო, ყირგიზული გუნდი ბ კლასში გამოდიოდა და ჩვენი მესამე გუნდი ათით ნულს უგებდა ხოლმე, ახლა იქიდან ლეგიონერი მოგვყავს
თეიმურაზ
21 ივლისი 2017 15:45
0
გალი ქაჩავს ზუგდიდს მდორე ლიგაში :D
ბაჩო გ
21 ივლისი 2017 14:57
0
ზუგდიდელი არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ სტადიონის მშენებლობა კარგ ტემპში მიმდინარეობს და მალე ზუგდიდს ხელითსაჩვენებელი კოხტა არენა ექნება!
Irakli apkhaidze
21 ივლისი 2017 14:07
0
a vi tovorih gagarin nado znat hto vaha zborni po tufbolu ne kagda ne budit hempionom mira i evropi.esli ne eti vaniuhi neftom dengi i legianeri i vahi komandi urovne luqsemburga.a hempionaue mira v ragbi vi nekogda ne budite igrat kak mi.
admin.ar damiblokot.
s.p
21 ივლისი 2017 13:20
0
ყირგიზი ფეხბურთელი არსად არასოდეს გვინახავს და ზუგდიდმა სად იპოვა?ამ გუნდში თავშესაფარი ხოარაა ყველა გაურკვეველი ხალხი რო მოყავთ.ან ეს გალელები კიდევ გუნდში არიან?გუბერნატორი მფარველობს მაგათ.ზუგდიდის გუნდს ზიგდიდელები უნდა წვრთნიდნენ და საერთოდაც ხელმძღვანელობდნენ.მახსოვს ეროვნული ჩემპიონატი ახალი დაწყებული იყო და ბადრი თუთბერიძე იყო მწვრთნელი,გუნდი მეექვსე ადგილის ქვემოთ არ ჩამოსულა და მაშინდელი დონე იყო ძალიან მაღალი.დღეს ბადრი არის საერთოდ იგნორირებული.რატომ?პატრონი არაყავს და მიტომ.
ნოდარი
21 ივლისი 2017 13:14
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული