დინამოელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბექა მიქელთაძემ, ხოლო ლაშა თოთაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი თევზაძემ და ლაშა ქოჩლაძემ თითო გოლი შეაგდეს.
სტუმართა მხრიდან პრესტიჟის გოლი უკრაინელმა ლეგიონერმა იგორ ბროვკომ გაიტანა.
ამ მოგების შემდეგ "დინამოს" 46 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, ხოლო "კოლხეთს" 17 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.