ორნი "ზესტაფონის" ლაზარეთში

AutoSharing Option
ზესტაფონის ორმა ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა. ზურაბ მენთეშაშვილსა და გოგი ფიფიას საზარდული აწუხებდათ და ამ პრობლემას მიხედეს. მათი რეაბილიტაციის პროცესი მოკლე ხანში დასრულდება და მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლა ორივეს შეეძლება.

სხვა საქმეა, კიდევ ერთი მიზეზის გამო მიეცემა თუ არა მენთეშაშვილს ამის საშუალება. პრობლემა, რომელიც თითქოს არ იყო ძნელად მოსაგვარებელი, კვლავაც ჰაერშია გამოკიდებული - ფიფადან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერაც არ მისულა ის დოკუმენტი, რომელიც მენთეშაშვილს ჩვენი ჩემპიონატისა და თასის მატჩებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი “ზესტაფონს” წლის დასაწყისში
შეუერთდა, მაგრამ მის შემადგენლობაში ოფიციალური შეხვედრა ჯერაც არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება ფიფიას, იგი ბოლო დროს “ზესტაფონის” განაცხადში სწორედ ამ ტრავმის გამო არ გამოჩენილა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული