გამარჯვება მეგრულ დერბიში

AutoSharing Option
მორიგი ტესტმატჩი ზუგდიდის ~ბაიამ" საკუთარ ბაზაზე ჩაატარა ქვედალიგელი ხობის ~კოლხეთის" წინააღმდეგ და 2:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში მეტოქის კარი კუკავამ დალაშქრა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მეორე ნახევარში ჩხეტიანმა დააფიქსირა.

ამ მატჩში ~ბაიას" ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: სომხიშვილი, რ. ონიანი, კვესეიშვილი, ჭიჭვეიშვილი, აკობია, კვეკვესკირი, კ. ჩხეტიანი, გოგობერიშვილი, წურწუმია, მეგრელაძე, კუკავა.

შეცვლაზე შევიდნენ: გუგუჩია, კანდელაკი, სიხარულია, მალიჩავა, ვართაგავა, რიგვავა, აფაქიძე.
შეგახსენებთ, ~ბაიას" თურქული შეკრება ჩაეშალა და ამიტომაც ზუგდიდური გუნდი ახალი სეზონისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადება. თუმცა დღეს ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ურეკში ჩავა, სადაც ამხანაგურად
აზერბაიჯანულ ~განჯას" გაეჯიბრება. ეს მატჩი საღამოს 6 საათზე დაიწყება.

~ბაია" დატოვა სინჯებზე მყოფმა გიორგი ნოდარის ძე ჭელიძემ, რომელიც დღესდღეობით სწორედ ~განჯას" მწვრთნელებისთვის ცდილობს თავის მოწონებას. როგორც ქომეთიანმა გვითხრა, გადაწყვეტილია ~ბაიაში" კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელის ჩარიცხვა, მათ გვარებს მალე შევიტყობთ.

შეგახსენებთ, ზუგდიდელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გვარიანად აქტიურობენ და ისეთი ცნობილი მოთამაშეები გადაიბირეს, როგორებიც ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, კახა ჩხეტიანი და გიორგი მეგრელაძე არიან. მათ გარდა, ~ბაიას" ახალწვეულები არიან ივანე კანდელაკი და დათა რიგვავა.

ისიც გეხსომებათ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს კონსულტაციებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია დაეხმარება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული