"მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, რადგან შეტევაში კარგად ვითამაშეთ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მარცხი რაღა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ არა უშავს, მთავარი ისაა, რომ ამ თამაშმა თავისი ფუნქცია შეასრულა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ გუნდის მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ,
"ბაიამ" განჯას წინააღმდეგ ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა და მატჩის დროს გუნდში მხოლოდ სამი ცვლილება განხორციელდა: სომხიშვილი – კვეკვესკირი, რ. ონიანი (კვესეიშვილი), ჭიჭვეიშვილი, აკობია – დოლიძე (კუკავა), გოგობერიშვილი, გუგუჩია, კ. ჩხეტიანი, წურწუმია (სიხარულია) – მეგრელაძე.
შეხვედრისას ტრავმა მიიღო "ბაიას" კაპიტანმა როინ ონიანმა და შესაცვლელი შეიქნა, მაგრამ დაზიანება სერიოზული არაა და ვეტერანი მცველი მწყობრში სულ მალე ჩადგება.
როგორც ხედავთ, "ბაიას" შემადგენლობაში ითამაშა ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ, რომელსაც შეგახსენებთ, მძიმე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. იგი თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, მაგრამ იქ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია, ევროტურნირებზე კი რუსთავის "ოლიმპს" დაეხმარა. დოლიძის "ბაიაში" ჩარიცხვა ბოლომდე ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ქომეთიანმა გვითხრა, ზუგდიდურ კლუბში მის დარჩენას წინ აღარაფერი უდგას. "ბაიას" თავკაცი შეგვპირდა, რომ დღეისთვის გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის ვინაობას გაგვიმხელს და "ბაიას" დაკომპლექტებაც ალბათ, ამით დასრულდება.
მოსამზადებელი პერიოდის ბოლო საკონტროლო მატჩს "ბაია" 29 ივლისს მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს შეხვედრა ზუგდიდის ბაზაზე გაიმართება. საქართველოს 22-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "ბაია" 6 აგვისტოს ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს.