"დინამო" ასეულს უახლოვდება

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) აპრილის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოდან კვლავინდებურად ოთხი კლუბი მოხვდა.

ამათგან საუკეთესო პოზიცია კვლავ თბილისის “დინამოს” უკავია, რომელმაც 122-ედან 119-ე ადგილზე აინაცვლა; პროგრესი აქვს საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ “ზესტაფონსაც” - ფეროელები 215-ედან 192-ე საფეხურზე გადავიდნენ; “ვიტ ჯორჯია” 349-ედან 355-ე ადგილამდე დაეშვა, “ოლიმპი” კი 358-ედან 366-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

რაც შეეხება რეიტინგის ზეათეულს, პირველ სამ კლუბს ადგილი არ შეუცვლია, ყველაზე დიდი პროგრესი კი “პორტუს” აქვს, რომელმაც მეცხრე საფეხური მესამეზე გაცვალა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. ინტერი
(იტალია), 2. ბარსელონა (ესპანეთი), 3. რეალი (ესპანეთი), 4. პორტუ (პორტუგალია), 5. ინტერნასიონალი (ბრაზილია), 6. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 7. ბაიერნი (გერმანია), 8. ზენიტი (რუსეთი), 9. ესტუდიანტესი (არგენტინა), 10. ვილიარეალი (ესპანეთი).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული