დიახ, შეუძლებელია რიგიანი ფეხბურთის მოყვარული ამისთანა სანახაობით კმაყოფილი დარჩენილიყო. არ მოგატყუოთ იმან, რომ ოთხი გოლი გავიდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა ორივე კართან.
მთელი მატჩი დაბალი სათამაშო ტემპით და უამრავი ტექნიკური წუნის თანხლებით მიმდინარეობდა. თუმცა "დინამოს" ამით არ უზარალია, სტუმარი ისე გასარჯნენ, მოსაგებად რომ კმაროდა, ხოლო ბოლო ხანს არცთუ ურიგოდ ათამაშებული "სპარტაკი", თავის
საპირისპირო უნდა ვთქვათ მოწინააღმდეგე გუნდის მოიერიშეზე, დიმიტრი ტატანაშვილმა თავადაც გაიტანა და ალეკო კოშკაძის პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ანგარიშის ორამდე გაზრდა კოშკაძის მიერ საჯარიმოში სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა - ტატანაშვილმა საჰაერო ბრძოლაში ადვილად აჯობა მცველებს - 0:2. მესამე გოლი "დინამოს" სწრაფ კონტრიერიშს მოჰყვა - რობერტინიომ მოედნის თავისსავე ნახევარზე იბრძოლა ბოლომდე, მოპოვებული ბურთი კახელიშვილს გადააწოდა, მან უკეთეს პოზიციაში მყოფ კოშკაძეს გაატანა ბურთი, კაპიტანმა კი მომენტის განსამუხტავად წინ გამოსული მეტოქე გუნდის კოლეგა-კაპიტანი უშანსოდ დატოვა 0:3.
მასპინძლები ჯიუტად ცდილობდნენ მაინცდამაინც საჯარიმოში ჩაწოდებით ენახათ ხეირი, თუმცა იქ გიორგი ლორია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. სტანდარტულის შესრულება როგორ უნდა, თამაშის განახლებისთანავე უჩვენა მოწინააღმდეგეს მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა ალეკო კოშკაძემ. 48-ე წუთზე დაახლოებით 25-27 მეტრიდან მისი უძლიერესად დარტყმული ბურთი "სპარტაკის" კარის ხარიხას მოხვდა, იქიდან უკუგდებული კი მცველებმა მოიგერიეს.
ცოტა ხანში "დინამოს" სწრაფი კონტრშეტევისას რობერტინიომ, რომელმაც ინდივიდუალური რეიდებით დაგვამახსოვრა თავი, მორგი გარღვევა განახორციელა, მეურვეებს სისწრაფეშიც აჯობა და ტექნიკაშიც, თუმცა გრიშიკაშვილს პირისპირ ვეღარ აჯობა. ათიოდ წუთში რობერტინიო მორიგი გარღვევისას დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს.
დარჩენილ დროში ბადრი კვარაცხელიას შეგირდებმა პრესტიჟის გოლის გასატანად უწინდელზე მეტად მოინდომეს, რაც მათმა ახალწვეულმა ლაშა ჯაკობიამ ერთ-ერთი შეტევისას მოახერხა კიდეც. საბოლოოდ 1:3 - ბევრი გოლი და მწირი სანახაობა, ასეთი ვითარება იყო გუშინ "ქართლის" არენაზე.
06. 04. გორი ქართლი 300 მაყურებელი
სპარტაკი - დინამო 1 : 3
0:1. კოშკაძე (15), 0:2. ტატანაშვილი (28. კოშკაძის პასით), 0:3. კოშკაძე (33. კახელიშვილის პასით)
სპარტაკი დინამო
4-5-1 4-5-1
გრიშიკაშვილი ლორია
მანჩხავა ღონღაძე
ბოიომო კაკუბავა
ტეტუნაშვილი ჰომოლა
სეფიაშვილი ხმალაძე
კლოვისი ჰაჯიბულიჩი
ჭაფოძე არზიანი
ჯაკობია კოშკაძე
ბარაბაძე რობერტინიო
დეკანოიძე კახელიშვილი
მეტრეველი ტატანაშვილი
სპარტაკი
46. ბარაბაძე - კილასონია
46. კლოვისი - უგრეხელიძე
სათადარიგოები: დაუშვილი, ალავიძე, ხაჭვანი, ჯიშკარიანი, ზერეკიძე
დინამო
56. ღონღაძე - თომაშვილი
67. რობერტინიო - თექთურმანიძე
81. ჰაჯიბულიჩი - კვეკვესკირი
სათადარიოგოები: ზარქუა, ფირცხალავა, ჯუისი, კვარაცხელია
გაფრთხილება: მეტრეველი (27), ჭაფოძე (32), კახელიშვილი (36), მანჩხავა (70)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)