სტუმრებს ენერგია და ფიზიკური მომზადება მხოლოდ შეხვედრის დებიუტში ეყოთ, რის შემდეგაც "სიონი" მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახ
რევაზ ჯიქიამ ალექსანდრე გოგობერიშვილის მახვილგონივრული გადაცემა გამოიყენა და ანგარიში თავურით გახსნა. ესენი შემდგომშიც იყვნენ "სიონის" შეტევათა მთავარი მოქმედი პირები.
27-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გააორეს და ყველაფერი გაირკვა. სპარტაკ გოგიამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თერთმეტმეტრიანი კი გამოცდილმა გივი დიდავამ გამოიყენა.
"სიონმა" პირველ ტაიმში ეს იკმარა, მეორეში კი საქმეში შეცვლაზე შესულებიც ჩაერთვნენ და თამაში, უფრო ზუსტად კი, ბოლნისელთა თამაში, კიდევ უფრო გამოცოცხლდა. შესვენების შემდეგ გასული სამივე გოლი მეტად ეფექტური გამოდგა.
სტუმრები კობა შალამბერიძეს ეუხეშნენ, მაგრამ მსაჯმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და "სიონის" შეტევა არ შეაჩერა. იერიში ვილი ისიანის მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან შესრულებული დარტყმით დასრულდა - ბურთი სტუმართა კარის ცხრიანში გაეხვია - 3:0.
გოგობერიშვილსა და ჯიქიაზე გოლები ალალი იყო და ორივემ ულამაზესად გაიტანა. პირველმა საჯარიმოს მისადგომებიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარეს, მეორემ კი იგივე მოედნის ცენტრს ოდნავ გაცდენილმა გააკეთა.
"სიონი" ამ გამარჯვებით წელში კიდევ უფრო გაიმართა და გასავარდნ ზონას დამაჯერებლად შორდება.
15.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
სიონი-სამტრედია 5:0
გოლები: 1:0 რ. ჯიქია (23. გოგობერიშვილის პასით), 2:0 დიდავა (27. პენ.), 3:0 ისიანი (55), 4:0 გოგობერიშვილი (71), 5:0 რ. ჯიქია (73)
სიონი სამტრედია
4-4-2 4-5-1
ბობღიაშვილი კეკელიძე
კობაური ენდელაძე
სვანიძე გოგია
ორბელაძე კირთაძე
ადამაშვილი ჩხიკვაძე
დიდავა ბურჯანაძე
გოგობერიშვილი გ. მიქაბერიძე
ქუცურუა ლომაშვილი
ჩირიკაშვილი რუხაია
რეხვიაშვილი ი. ხვადაგიანი
რ. ჯიქია გოგიშვილი
სიონი
46. ადამაშვილი - ისიანი
46. რეხვიაშვილი - შალამბერიძე
69. ქუცურუა - ქორიძე
სათადარიგოები: ზუხბაია, თარგამაძე, გ. ოქროპირიძე, ლ. ჩხეტიანი
სამტრედია
23. რუხაია - ალავერდაშვილი
64. ხვადაგიანი - ა. შენგელია
76. კეკელიძე - ბანძავა
გაფრთხილება: გოგია (26), ისიანი (50), შენგელია (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა