"გაგრა" საევროპედ მზადაა

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ევროტურნირებზე გასულ კლუბს უეფას ლიცენზირების პირობები ვერ დაუკმაყოფილებია და საგზური სხვისთვის დაუთმია.

დავინტერესდით, მსგავსი პრობლემა ხომ არ აწუხებს ევროპის ლიგაზე გასვლის რეალურ კანდიდატ "გაგრას". როგორც შევიტყვეთ, პირველლიგელებმა ამ საკითხის მოგვარებაზე კარგა ხნის წინ იზრუნეს, ლიცენზირებისთვის საჭირო ყველა პროცედურა გაიარეს და პროცესი წარმატებით დაასრულეს. შესაბამისად, თუ ამის უფლება სპორტული პრინციპით მოიპოვა, "გაგრა" ევროპაში დაუბრკლებლად ითამაშებს.

შეგახსენებთ, "გაგრა" ევროპის ლიგის საგზურს საქართველოს თასის მოპოვების შემთხვევაში მიიღებს. არის მეორე ვარიანტიც - თუ "ზესტაფონი" ჩემპიონი გახდა და თასის
ფინალში "გაგრას" დაუპირისპირდა, ანატოლი პისკოვეცის გუნდი მარცხის შემთხვევაშიც ითამაშებს ევროტურნირზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული