გამარჯვება პირველლიგელთან

AutoSharing Option
გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" "ავაზას" ბაზაზე საკონტროლო მატჩი ჩაატარა პირველლიგელ საჩხერის "ჩიხურასთან" და დამაჯერებლად, 4:0 გაიმარჯვა. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მთელმა თამაშმა თბილისელთა უპირატესობით ჩაიარა.

ვეტერინართა მთავარმა მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა ეს მატჩი ფაქტობრივად, ორი შემადგენლობით ჩაატარა. თავიდანვე გეტყვით, რომ პირველი ტაიმი "ვიტ ჯორჯიამ" ვახტანგ კვარაცხელიას გოლით მინიმალურად მოიგო, შეხვედრის მეორე ნახევარში კი ბექა ზაქრაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო კიდევ ერთი ბურთი ბესიკ ჩიმაკაძის ანგარიშზეა.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: მიქაბერიძე – ბეჭვაია, დ. ლომაია, ადამაძე, ჭაკვეტაძე – მაისაშვილი, გურეშიძე, ჯანელიძე – კლიმიაშვილი, ვ.
კვარაცხელია, ლიპარტია.

მეორე ტაიმში: ძაძამია – ბეჭვაია (80. ხარატიშვილი), ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი – ვასაძე, გურეშიძე, ჯანელიძე – ზაქრაძე, ჩიმაკაძე, კორიფაძე.

"ვიტ ჯორჯია" მომავალი სეზონისთვის მზადებას თბილისში დაასრულებს. 22-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე კოჭლაშვილის გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 30 ივლისს აზერბაიჯანულ "თურანს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უი, რა უხერხულია! ვინ იფიქრებდა, რომ სპორტსმენ გოგოებსაც ამ ადგილზე ჰქონდათ ეს!..
0
რა დაინაეთ აქ უხერხული?
David
14:09 11-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული