კიდევ ორი ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
გახმაურებული სკანდალის გამო "ბაიადან" როინ ონიანი და ლევან ვართაგავა რომ დაითხოვეს, ეს უკვე გამცნეთ, გუშინ კი დადასტურდა, რომ მაქინაციებში ზუგდიდური გუნდის კიდევ ორი წევრის მონაწილეობას ეჭვობენ.

ესენი არიან მაკარ აქუბარდია, რომელიც "დინამო"-"ბაიას" მატჩისას ტრავმისა თუ ტრავმის მომიზეზებით ნაადრევად შეცვალეს, და გიორგი ქირია, რომელმაც იმავე შეხვედრაში საკუთარ საჯარიმოში პენალტი "აიკიდა".

როგორც "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, აქუბარდია და ქირია ჯერჯერობით გუნდის წევრებად რჩებიან, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშებენ და "ბაიას" უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებენ.

"მათმა საქციელმა ბუნებრივი ეჭვი გააჩინა და სანამ
არ დავადგენთ, იყო თუ არა ამ ორი ფეხბურთელის საქციელი მიზანმიმართული, მანამდე მათი თამაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ვესაუბრე "ბაიას" ყველა ფეხბურთელს, ვატარებთ შიდა გამოძიებას და ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი. მანამდე კი მინდა, მჯეროდეს, რომ აქუბარდია და ქირია უდანაშაულონი არიან", - ამბობს ქომეთიანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული