"დინამოს" და "ზესტაფონს" საკლუბო რეიტინგში პროგრესი აქვთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ მორიგ საკლუბო რეიტინგში კიდევ ოთხი საფეხურით დაწინაურდა და 115-ე ადგილზეა.

დედაქალაქელების მსგავსად, პროგრესი აქვს საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონსაც", რომელიც 192-ედან 170-ე ადგილზე ავიდა.

რეიტინგში კიდევ ორი ჩვენი კლუბია, რომლებმაც პოზიციები დათმეს. რუსთავის "ოლიმპი" 366-ედან 382-ე ადგილამდე დაეშვა, იმავე საფეხურზეა "ვიტ ჯორჯიაც", რომელიც ერთი თვის წინ 355-ე იყო.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, იქ "ბარსელონა" მოკალათდა, წინა თვის ლიდერი "ინტერი" კი მეხუთე საფეხურამდე დაეშვა.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ბარსელონა
(ესპანეთი), 2. რეალი (ესპანეთი), 3. პორტუ (პორტუგალია), 4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 5. ინტერი (იტალია), 6. ინტერნასიონალი (ბრაზილია), 7. ვილიარეალი (ესპანეთი), 8. მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 9. ზენიტი (რუსეთი), 10. პსჟ (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული