მაისაშვილმა სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
"გაგრასთან" ჩატარებული განმეორებითი სათასო ნახევარფინალური მატჩი "ვიტ ჯორჯიასთვის" ორმაგად სამწუხარო გამოდგა. გარდა იმისა, რომ ვეტერინარებმა პირველლიგელთან მეორე შეხვედრაც წააგეს და ფინალის მიღმა დარჩნენ, ტვინის შერყევის გამო დავით მაისაშვილიც გამოაკლდათ.

მაისაშვილი მატჩის მეორე ნახევარში თანაგუნდელ მეკარეს შეეჯახა და საავადმყოფოში გადასაყვანი შეიქნა. იმ დროისთვის "ვიტ ჯორჯიას" სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა და მასპინძლებმა თამაში ათი კაცით ჩაამთავრეს.

ნახევარმცველი, რომელმაც "გაგრასთან" შეხვედრა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა, დაახლოებით ერთი თვე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.

ამით "ვიტ ჯორჯიას" საკადრო პრობლემები კიდევ უფრო
დამძიმდა. გახმაურებული სკანდალის გამო დასჯილი გიგა ბეჭვაიას გარდა, ვერ თამაშობს დაშავებული ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე.

"ვიტ ჯორჯიას", რომელსაც დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები შეექმნა, საკმაოდ რთული კალენდარი დარჩა – ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში "ტორპედოსთან", "დინამოსა" და "ზესტაფონთან" შეხვედრები ელის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული