ბაიამ მუჯირი დაიმატა

AutoSharing Option
ზუგდიდური კლუბის ბოლო ახალწვეული ამირან მუჯირია. 36 წლის ნახევარმცველი ბოლოს აზერბაიჯანულ "სტანდარდში" თამაშობდა და "ტრანსფერმარკტის" ცნობილი ვებგვერდის ცნობით, კარიერაც დაასრულა, მაგრამ ვეტერანი მუჯირი ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას "ბაიაში" გააგრძელებს, გიორგი ხიდეშელია, რომელმაც გასული სეზონი რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა. გრიგოლ დოლიძისა და "ბაიას" მიერ მანამდე დამატებული სხვა ფეხბურთელების შესახებ კი "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის.

ამხელა დანამატის მიუხედავად, შესაძლოა, მუჯირი "ბაიაში" გადასული ბოლო ფეხბურთელი არ აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ორ-სამ დღეში გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის ვინაობას შევიტყობთ.

გუშინ "ბაიას" ამხანაგურად
მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ მარტვილელები ზუგდიდში არ ჩასულან და "ბაია" ორმხრივი თამაშით დაკმაყოფილდა. წესით, ეს ელგუჯა ქომეთიანის გუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგური შეხვედრა უნდა ყოფილიყო და რაკი "მერანთან" თამაში ჩაიშალა, ამიტომაც სეზონის დაწყებამდე "ბაია" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული