ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე ბეჭვაიამ გახსნა კვარაცხელიას პასით, მატჩის 64-ე წუთზე კი "თურანის" პასი კორიფაძემ დალაშქრა, რომელმაც ჯანელიძის გადაცემით ისარგებლა.
ისევე, როგორც წინა ამხანაგურ მატჩებში, "ვიტ ჯორჯიამ" აქაც ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა.
პირველი ტაიმი: მიქაბერიძე – ბეჭვაია, ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე – გურეშიძე, ვასაძე, კლიმიაშვილი – ლიპარტია, კვარაცხელია, ზაქრაძე.
მეორე ტაიმი: ძაძამია – სარაჯიშვილი, გოგიაშვილი,
წესით და რიგით, მოსამზადებელ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიასთვის" ეს ბოლო ამხანაგური შეხვედრა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაკი 22-ე ეროვნული ჩემპიონატის სტარტი ერთი კვირით გადაიდო, შესაძლოა, მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ტესტ-მატჩი კიდევ ჩაატაროს.
"ვიტ ჯორჯია" ახალ სეზონს 15 აგვისტოს, ზუგდიდის "ბაიასთან" საშინაო მატჩით დაიწყებს.