ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას შეძენილმა გრუიცამ იმერულ კლუბში დამკვიდრება ვერ შეძლო, უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და მხოლოდ დუბლშემადგენლობაში გამართულ 6 შეხვედრასა და იქ მოპოვებულ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
რაც შეეხება "ზესტაფონს", უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ჩემპიონები 21 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრებიან და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დარჩენილ პერიოდს იქ გაატარებენ. პირველი სალიგო მეტოქის ვინაობას გია გეგუჩაძე და მისი ფეხბურთელები 20 ივნისს შეიტყობენ.