"ზესტაფონი" ავსტრიაში, გრუიცა სამშობლოში

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ზესტაფონმა" გორან გრუიცას კონტრაქტი არ გაუგრძელა და 24 წლის ხორვატი მცველი სამშობლოში დაბრუნდა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას შეძენილმა გრუიცამ იმერულ კლუბში დამკვიდრება ვერ შეძლო, უმაღლეს ლიგაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და მხოლოდ დუბლშემადგენლობაში გამართულ 6 შეხვედრასა და იქ მოპოვებულ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

რაც შეეხება "ზესტაფონს", უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ჩემპიონები 21 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრებიან და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დარჩენილ პერიოდს იქ გაატარებენ. პირველი სალიგო მეტოქის ვინაობას გია გეგუჩაძე და მისი ფეხბურთელები 20 ივნისს შეიტყობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული