უცხოური შეკრება და ინკოგნიტო მწვრთნელი

AutoSharing Option
სულ რამდენიმე დღეც და უმაღლესლიგელები მომავალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. შვებულებიდან სხვებზე ადრე ის ფეხბურთელები დაბრუნდებიან, რომელთა კლუბებიც ევროთასებზე გავიდნენ.

დღეს შევიტყობთ "ვიტ ჯორჯიას" პირველი ახალწვეულის ვინაობას. ვეტერინართა საკადრო პოლიტიკა, ალბათ, უცვლელი რჩება და კლუბი კვლავაც პერსპექტიული ფეხბურთელების აღმოჩენასა და დაოსტატებაზე იქნება ორიენტირებული. სავარაუდოდ, გასული სეზონის შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდება.

შესაძლოა, "ვიტ ჯორჯია" რომელიმე წამყვანმა ფეხბურთელმაც დატოვოს. მართალია, გიგა ბეჭვაიას სამუდამო დისკვალიფიკაციით კლუბმა გარანტირებული სატრანსფერო შემოსავალი დაკარგა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" სხვა კვალიფიციური ფეხბურთელებიც ჰყავს და ვნახოთ, ამ ზაფხულს თუ შეელევა
რომელიმე მათგანს.

ღიადაა მთავარი მწვრთნელის საკითხიც. შეგახსენებთ, ზურაბ ბერიძემ სეზონის დასკვნით ნაწილში მერაბ კოჭლაშვილი შეცვალა. "ლელოსთან" ინტერვიუში ბერიძემ განაცხადა, რომ "ვიტ ჯორჯიაში" ახალგაზრდა სპეციალისტის გამოჩენას უნდა ველოდოთ და, ალბათ, ასეც მოხდება. საკითხავი ის არის, მას მთავარ მწვრთნელად ახლავე დანიშნავენ თუ მოგვიანებით დააწინაურებენ.

"ვიტ ჯორჯია" მზადებას საქართველოში დაიწყებს, მაგრამ, სავარაუდოდ, უცხოურ შეკრებასაც მოაწყობს. კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამად ქვეყნის შერჩევის პროცესშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული