სამწუხაროდ, 400-გუნდიან ჩამონათვალში საქართველოს ორი წარმომადგენელიღა დარჩა. ალბათ გახსოვთ, ბოლო დროს რეიტინგში სამი კლუბი გვყავდა ხოლმე, დროდადრო კი იქ ოთხი ქართული კლუბიც ხვდებოდა.
თბილისის "დინამო" 115-ედან 124-ე საფეხურამდე ჩამოქვეითდა, "ზესტაფონი" კი 170-ედან 161-ე ადგილამდე ავიდა.
რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, ლიდერი, რაღა თქმა უნდა, "ბარსელონაა", მოწინავეებს შორის კი ყველაზე დიდი ნახტომი არგენტინულმა "ველეს სარსფილდმა" გააკეთა, რომელიც წინა თვეში 26-ე იყო, ახლა კი ათეულშია.
რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1.