გია გეგუჩაძის გუნდი ზესტაფონში 20 ივნისამდე დარჩება, რის შემდეგაც "ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე, ტიროლის მხარეში გაემგზავრება. იქ ფეროელები რამდენიმე სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ. მეტოქეთა სია ჯერჯერჯობით, უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" უნდა იყოს.
უკრაინული კლუბის ოფიციალურ
"ზესტაფონის" ავსტრიისშემდგომი მარშრუტი კი უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის არგუნებს წილისყრა მეტოქეც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
გეგუჩაძე, სავარაუდოდ, შვებულებას რამდენიმე დღით გაუხანგრძლივებს საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს.
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული ნიკა გელაშვილის მდგომარეობა კი არცთუ სახარბიელოა. საბედნიეროდ, გამოირიცხა ექიმების კიდევ უფრო მძიმე ვარაუდი და მას კოჭის მყესები არ გაუწყვეტია - მხოლოდ ჩახევა დაფიქსირდა.
სავარაუდოდ, გელაშვილი "ზესტაფონის" პირველ შეკრებას დააკლდება, მისი ავსტრიაში გამგზავრებისა და ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩებში მონაწილეობის იმედი კი არსებობს. "ზესტაფონის" დანარჩენი ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ.
ჯერჯერობით, კლუბიდან სატრანსფერო სიახლეები არ ისმის. ჯერ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "ზესტაფონი" დატოვა ხორვატმა მცველმა გორან გრუიცამ, რომელსაც იმერულ კლუბში გატარებული ნახევარი სეზონის განმავლობაში ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.
"ზესტაფონი" მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე ფეხბურთელთან და მათ ვინაობას შეთანხმების მიღწევისთანავე შევიტყობთ.