ფოფხაძე წავიდა, ღონღაძე მივიდა

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" ახალი სეზონისთვის მზადება გუშინ დაიწყო, თუმცა საქართველოს ჩემპიონთა ბანაკიდან რამდენიმე სიახლე უკვე შევიტყვეთ.

გუნდი დატოვა გიორგი ფოფხაძემ, რომელიც "ზესტაფონს" ზამთარში შეუერთდა და ჩემპიონატში მისი ღირსება მხოლოდ 6-ჯერ დაიცვა. მას კლუბთან კონტრაქტი 6 თვე +2 წლის პრინციპით ჰქონდა გაფორმებული და მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეწყდა. შეგახსენებთ, "ზესტაფონიდან" სეზონის დასრულებისთანავე წავიდა ხორვატი მცველი გორან გრუიცა.

გუშინვე ცნობილი გახდა "ზესტაფონის" პირველი ახალწვეულის ვინაობაც. კლუბმა თემურ ღონღაძე დაიმატა. 25 წლის მარჯვენა მცველმა წინა სეზონის მეორე ნახევარი თბილისის "დინამოში" გაატარა და მის შემადგენლობაში 8-ჯერ
ითამაშა, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე კი რუსთავის "ოლიმპის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული