"ზესტაფონი" - ერთი კვირა ავსტრიამდე

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადება და გუშინ ორმხრივი თამაში ჩაატარა. ამის შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენების უფლება მისცა და გუნდი წვრთნას ხვალიდან განაგრძობს.

"ზესტაფონს" ხვალვე შეუერთდებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების გამო შვებულება გვიან დაეწყოთ - როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ბუბა დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი. ისინი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ექიმები კიდევ ერთხელ დააკვირდებიან სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული გელაშვილის მდგომარეობას.

21 ივნისს "ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული