სამი შეკრება და ერთი ახალწვეული "მერანში"

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" ახალი სეზონისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ გვითხრა, დაგეგმილია სამი შეკრების მოწყობა - ბაკურიანში, მარტვილსა და ურეკში.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტთა პირველი ახალწვეული კი თორნიკე შალიკაშვილია. ახალგაზრდა მცველმა წინა სეზონი "სამტრედიაში" გაატარა.

მალე მარტვილის სტადიონზე ხელოვნურსაფრიანი მოედნის დაგება დაიწყება და თუ სამუშაოები სეზონის დაწყებამდე ვერ დასრულდა, "მერანს" ერთი ან რამდენიმე საშინაო მატჩის ჩატარება სხვა ქალაქში მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული