"ზესტაფონში" ორი ისინჯება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი ორ პოტენციურ ახალწვეულს აკვირდება - გუნდის შემადგენლობაში გიორგი გეთიაშვილი და ზვიად ქანთარია ვარჯიშობენ. ბოლო წლები ორივემ თბილისის "დინამოში" გაატარა, მაგრამ თამაში, უმეტესად, დუბლშემადგენლობაში უწევდათ.

სინჯები სულ რამდენიმე დღეში დასრულდება და გია გეგუჩაძე ამ ფეხბურთელების საკითხს, ალბათ, 21 ივნისამდე, ანუ ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, "ზესტაფონს" ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავს - ექსდინამოელი მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძე. ვნახოთ, კიდევ ვის დაიმატებენ საქართველოს ჩემპიონები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული