ვარჯიში განაახლა ზაალ ელიავამ, რომელსაც წინა სეზონის დასკვნითი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული გელაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი კი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
შეკრებაზე დიდი ყურადღება ექცევა ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებას. გუნდში ახალმისული სერბი სპეციალისტის, ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები სხვადასხვა სახის ვარჯიშს ასრულებენ.
ჯერჯერობით სიახლეები არ არის "ზესტაფონის" ახალწვეულებთან დაკავშირებით და
"ზესტაფონის" ბაზაზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. იწყება მეორე ბუნებრივსაფრიანი მოედნის დაგება, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა იყოს მზად, უახლოეს მომავალში კი გუნდის განკარგულებაში მესამე მოედანიც იქნება. მალე იქვე დაიწყება სასტუმროს მშენებლობაც.
21 ივნისს გია გეგუჩაძის გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, 19-ში კი, სავარაუდოდ, "ზესტაფონი" საკუთარ ბაზაზე სპარინგმატჩს ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"