"ზესტაფონი" ფიზიკურად ძლიერდება, ბაზა მშვენდება

AutoSharing Option
"ზესტაფონი" საკუთარ ბაზაზე ვარჯიშს განაგრძობს. გუნდს უკვე შეუერთდნენ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, რომლებსაც შვებულება სხვებზე გვიან დაუსრულდათ - როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი.

ვარჯიში განაახლა ზაალ ელიავამ, რომელსაც წინა სეზონის დასკვნითი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული გელაშვილის გამოჯანმრთელების პროცესი კი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

შეკრებაზე დიდი ყურადღება ექცევა ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებას. გუნდში ახალმისული სერბი სპეციალისტის, ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები სხვადასხვა სახის ვარჯიშს ასრულებენ.

ჯერჯერობით სიახლეები არ არის "ზესტაფონის" ახალწვეულებთან დაკავშირებით და
დაველოდოთ, თემურ ღონღაძის გარდა კიდევ თუ დაიმატებენ ვინმეს საქართველოს ჩემპიონები.

"ზესტაფონის" ბაზაზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. იწყება მეორე ბუნებრივსაფრიანი მოედნის დაგება, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა იყოს მზად, უახლოეს მომავალში კი გუნდის განკარგულებაში მესამე მოედანიც იქნება. მალე იქვე დაიწყება სასტუმროს მშენებლობაც.

21 ივნისს გია გეგუჩაძის გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება, 19-ში კი, სავარაუდოდ, "ზესტაფონი" საკუთარ ბაზაზე სპარინგმატჩს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული