”ვიტ ჯორჯია” - ოთხი მოვიდა, ერთი წავიდა

AutoSharing Option
ბოლო ორი დღის განმავლობაში ”ვიტ ჯორჯიამ" ორი ტრანსფერი განახორციელა. ვეტერინარებმა კონტრაქტი გიორგი ვაშაკიძესა და გიორგი ოთარაშვილს გაუფორმეს.

18 წლის ვაშაკიძე გარემარბია და თამაშის გამწვავება ორივე ფლანგიდან შეუძლია. ”ვიტ ჯორჯიამდე" იგი თბილისის ”დინამოს" ეკუთვნოდა, ისევე, როგორც 20 წლის მცველი ოთარაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ცხინვალის ”სპარტაკში" გაატარა და უმაღლეს ლიგაში 6 შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, ამ ორ ფეხბურთელამდე ზურაბ ბერიძის გუნდში გიორგი ხუმარაშვილი და ირაკლი ხუჭუა მიიწვიეს.

კლუბი დატოვა მცველმა ირაკლი ჭანკვეტაძემ, რომელიც ”ვიტ ჯორჯიას" მიერ შეთავაზებულ ახალ საკონტრაქტო პირობებს არ დათანხმდა. გასულ
ეროვნულ ჩემპიონატში მან 7 მატჩი ჩაატარა.

”ვიტ ჯორჯია" ახალი სეზონისთვის მზადებას რამდენიმე დღეა, შეუდგა და მალე გაირკვევა, სად გაივლის გუნდი შეკრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული