მარტვილში მატებაა

AutoSharing Option
20 ივნისიდან მარტვილის 'მერანი" ბაკურიანულ შეკრებას დაიწყებს.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტების პირველი ახალწვეულის შესახებ უკვე გაცნობეთ, ”სამტრედიადან" თორნიკე შალიკაშვილის გადაბირების შემდეგ კი მალხაზ ჟვანიას გუნდმა ფოთის ”კოლხეთიდან" მეკარე გიზო შენგელია, ხოლო ბათუმის ”დინამოდან" გიორგი მანწკავა დაიმატა.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია ბათუმიდან მარტვილში ელგუჯა გრიგალაშვილის გადასვლაც, სავარაუდოდ, შედეგიანად დასრულდება საჩხერის ”ჩიხურასთან" დავით ქამუშაძის თაობაზე წამოწყებული მოლაპარაკებაც.

”მერანის" სატრანსფერო აქტიურობა ამით არ შემოიფარგლება და უახლოეს დღეებში მარტვილელთა სხვა ახალწვეულების ვინაობასაც შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული