"კოლხეთში" პასუხს პორტისგან ელიან

AutoSharing Option
ვარაუდობენ, რომ "კოლხეთის" ბედი დღე-დღეზე, 20 ივნისამდე გაირკვევა. ყველა ფოთის პორტის პასუხის მოლოდინშია.

სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი კლუბის ბიუჯეტიც და სამომავლო გეგმებიც. შეგახსენებთ, გასასტუმრებელია ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და პერსონალის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება.

გასული სეზონის ბოლოს "კოლხეთს" ახალი პრეზიდენტი, თენგიზ სარიშვილი პატრონობდა, მაგრამ პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდება და მძლავრი სპონსორის პოვნით თავადაცაა დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული