არაბიძე პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრება იყო, უკანასკნელი ორი სეზონი კი განათხოვრების წესით თურქულ "ადანასპორსა" და რუსულ "როტორში" გამოდიოდა.
"სამტრედიის" ახალწვეულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი მატჩი აქვს გამართული და ლატვიის ნაკრების კარში საჯარიმო დარტყმით გატანილი მისი მშვენიერი გოლიც გვახსოვს.
არაბიძე დონეცკის "შახტარში" 2015 წელს, თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება, ფაქტობრივად, არ მისცემია და სამი წლის შემდეგ პორტუგალიაში გადაბარგდა.
გიორგი არაბიძის ახალი კლუბი, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნის, ეროვნულ ლიგაში უკანასკნელ, მეათე საფეხურზეა და კონკურენტებს 9 ქულით ჩამორჩება. "სამტრედია" უახლოეს შეხვედრას 7 აგვისტოს, ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად გამართავს.
ინფორმაცია დადასტურდა - გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
მიდი ვაჟა!!