რამდენ თხილის გულს გაუყოფენ იტალიელები ზუგდიდელებს?

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ ზუგდიდის "ბაიას" დაფინანსება თხილის ბიზნესით დაკავებულ იტალიურ კომპანიას აქვს გადაწყვეტილი. თუ არაფერი შეიცვლება, სამეგრელოში დასაქმებული ეს ფირმა კლუბის სპონსორობას საბოლოოდ დათანხმდება, ხელშეკრულების გაფორმება 27 ივნისისთვის იგეგმება. "ბაიას" ახალი სპონსორის სახელსაც, ალბათ, სწორედ ამ დღეს შევიტყობთ.

უახლოესი დღეებისთვისაა ნავარაუდევი "ბაიას" ფეხბურთელთა, მწვრთნელთა და პერსონალის სახელფასო დავალიანების გასტუმრებაც. გუნდმა კი ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. ელგუჯა ქომეთიანი გუნდს ჯერჯერობით ზუგდიდში ავარჯიშებს. ფეხბურთელები ჯერ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, საკონტროლო მატჩები კი მოგვიანებით გაიმართება. რამდენიმე დღეში, წესით, ბაკურიანული შეკრება უნდა დაიწყოს.

ახალწვეულთა რაოდენობა და ხარისხი კი, რა თქმა უნდა, დაფინანსების ოდენობაზეა დამოკიდებული. ისე კი, "ბაიაში" რამდენიმე ფეხბურთელი უკვე ისინჯება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული