იმერლებმა ახალი ჩოხა შეიკერეს

AutoSharing Option
ახალ სეზონში ”ზესტაფონი" ახალი დიზაინისა და სხვა მწარმოებლის ფორმით ითამაშებს. ”ნაიკი" არანაკლებ სახელგანთქმულმა კომპანია ”პუმამ" შეცვალა, რომელთანაც ფეროელები ადრეც თანამშრომლობდნენ.

ჩვენი და კლუბის ქომაგთა აზრით, ახალი ფორმა წინაზე გაცილებით კარგად გამოიყურება. ”ზესტაფონმა" ახალი "სამოსელით" პირველად ბუქარესტის ”სტიაუასთან" ითამაშა.

ზესტაფონელები ტრადიციული თეთრი და ლურჯი ფორმით ითამაშებენ, მესამე სათადარიგო მაისურა კი, გასული სეზონის მსგავსად, შინდისფერი იქნება. სათამაშოს გარდა, ფეხბურთელებსა და პერსონალს უკვე გადაეცათ სავარჯიშო ფორმები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული